საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიჩივლეთ... არ გრცხვენიათ?" - სიტყვიერი დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის
"მიჩივლეთ... არ გრცხვენიათ?" - სიტყვიერი დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოს­ვლე­ბის დროს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­სა და "ევ­რო­ო­პი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ხმა­უ­რი მოჰ­ყვა დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის პა­სუხს, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გას შე­ახ­სე­ნა, რომ უცხო ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ამის შემ­დეგ დე­კა­ნო­ი­ძის მიერ ღა­ლატ­ზე სა­უ­ბა­რი სირ­ცხვი­ლია.

სა­პა­სუ­ხოდ, დე­კა­ნო­ი­ძემ პა­პუ­აშ­ვილს უთხრა, რომ უჩივ­ლებს.

"მი­ჩივ­ლეთ. სირ­ცხვი­ლია, რომ უცხო ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლის გამო და­ტო­ვეთ თქვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და აქ პატ­რი­ო­ტიზ­მზე და ღა­ლატ­ზე სა­უბ­რობთ. არ გრცხვე­ნი­ათ? უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობთ. მე­გობ­რობთ, ხართ ადა­მი­ან­თან, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან, რო­მელ­მაც შე­მო­ა­პა­რა თქვე­ნი პარ­ტი­ის ლი­დე­რი. უცხო ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვას­თან რომ გაქვთ კავ­ში­რე­ბი, ამა­ზე ისა­უბ­რეთ, რო­დე­საც ღა­ლატ­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მზე გექ­ნე­ბათ სა­უ­ბა­რი - იმ დაზ­ვერ­ვას­თან, რომ­ლის დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, თქვენ­მა მე­გო­ბარ­მა შე­მო­ა­პა­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ ქვე­ყა­ნა აე­რია. თუ სის­ხლი და­იღ­ვრე­ბო­და, ამის­თვის შე­მო­ა­პა­რა. ვის მო­რალ­ზე სა­უბ­რობთ ამის შემ­დეგ?“ - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნამ­დე დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას, მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქმე­დე­ბებს "გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის ქრო­ნი­კა“ უწო­და.

"მი­უ­ხე­და­ვად ამ მარ­თლაც ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის ყვე­ლა­ზე უფრო ამო­რა­ლუ­რი, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აქ­ტი­სა, მინ­და, მივ­მარ­თო ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ვთქვა, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან და­ი­ბა­და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა თქვენც გა­და­გარ­ჩენთ, მი­უ­ხე­და­ვად ამ ძა­ლი­ან მძი­მედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის ქრო­ნი­კი­სა. მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ გა­იღ­ვი­ძა და თქვა: არ ვა­პი­რებთ ამ ბო­რო­ტე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბის კა­ტას­ტრო­ფულ აქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ და ამას ხელი შე­ვუ­წყოთ. გა­იღ­ვი­ძეს ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მი­სია, და­კის­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მი­სია, რომ­ლის გა­მოც­ლა­საც ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს. ეს ეროვ­ნუ­ლი მი­სია აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რულ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე!“- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მიჩივლეთ... არ გრცხვენიათ?" - სიტყვიერი დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის

"მიჩივლეთ... არ გრცხვენიათ?" - სიტყვიერი დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და "ევროოპიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, ხმაური მოჰყვა დეკანოიძის განცხადებაზე შალვა პაპუაშვილის პასუხს, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ უცხო ქვეყნის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ დეკანოიძის მიერ ღალატზე საუბარი სირცხვილია.

საპასუხოდ, დეკანოიძემ პაპუაშვილს უთხრა, რომ უჩივლებს.

"მიჩივლეთ. სირცხვილია, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და აქ პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ. არ გრცხვენიათ? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობთ. მეგობრობთ, ხართ ადამიანთან, გია ლორთქიფანიძესთან, რომელმაც შემოაპარა თქვენი პარტიის ლიდერი. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირები, ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატსა და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი - იმ დაზვერვასთან, რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, თქვენმა მეგობარმა შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია. თუ სისხლი დაიღვრებოდა, ამისთვის შემოაპარა. ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მანამდე დეკანოიძის განცხადებას, მან "ქართული ოცნების“ ქმედებებს "გამოცხადებული ღალატის ქრონიკა“ უწოდა.

"მიუხედავად ამ მართლაც ბოროტების ბანალურობის ყველაზე უფრო ამორალური, კატასტროფული აქტისა, მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვთქვა, რომ დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, ბედნიერი ვარ, რადგან დაიბადა ახალი საქართველო, სადაც ახალგაზრდები, მომავალი თაობა თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმედ გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა: არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობა მივიღოთ და ამას ხელი შევუწყოთ. გაიღვიძეს ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ეროვნული მისია, დაკისრებული ისტორიული მისია, რომლის გამოცლასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ეს ეროვნული მისია აუცილებლად შესრულდება ძალიან მალე!“- განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ასევე: