სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რად გიღირთ სკამი, როცა "რობოკოპების“ და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ" - ანა წითლიძე
"რად გიღირთ სკამი, როცა "რობოკოპების“ და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ" - ანა წითლიძე

"რად გი­ღირთ ის სკა­მი, რო­მელ­შიც თქვენ ახლა ზი­ხართ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და უმ­რავ­ლე­სო­ბას, "რო­ბო­კო­პე­ბის" და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის გა­რე­შე სე­სია და კო­მი­ტე­ტის სხდო­მე­ბი ვერ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ", - ამ სი­ტყვე­ბით ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ანა წით­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს მი­მარ­თა.

წით­ლი­ძის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ვე­ტოს დაძ­ლე­ვენ, რის გა­მოც, მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ.

"ბა­ტო­ნო შალ­ვა, თქვენ მო­გა­მარ­თავთ, მე­რამ­დე­ნე სე­სი­ის ჩა­ტა­რე­ბა გი­წევთ "რო­ბო­კო­პე­ბით" სავ­სე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში და გა­დაც­მუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის [თან­ხლე­ბით], რომ­ლე­ბიც აქ დე­რეფ­ნებ­ში დგა­ნან, წინ და უკან დაგ­ვყვე­ბი­ან? რად გი­ღირთ ის სკა­მი, რო­მელ­შიც თქვენ ახლა ზი­ხართ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და უმ­რავ­ლე­სო­ბას, "რო­ბო­კო­პე­ბის" და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის გა­რე­შე სე­სია და კო­მი­ტე­ტის სხდო­მე­ბი ვერ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ. აი, ამი­ტომ ხართ თქვენ ლე­გი­ტი­მა­ცია და­კარ­გუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამი­ტომ ხართ რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ამო­ფა­რე­ბუ­ლი ხართ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას და "რო­ბო­კო­პებს". არ დარ­ჩა ქვეყ­ნის გა­რეთ არა­ვინ - ამე­რი­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, სე­ნა­ტი, კონ­გრე­სი, ნატო, ევ­რო­საბ­ჭო, ევ­რო­კავ­ში­რი, თქვე­ნი მო­კავ­ში­რე უნ­გრე­თის ევ­რო­კო­მი­სა­რიც კი, არ დარ­ჩა არა­ვინ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და არ დარ­ჩა არა­ვინ ქვეყ­ნის შიგ­ნით, მათ შო­რის, თქვე­ნი მო­კავ­ში­რე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არ მო­გი­წო­დეს და არ გი­თხრეს, რომ კა­ნო­ნი, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ღე­ბა­საც დღეს აპი­რებთ, რუ­სუ­ლია და არის ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის­კენ მი­ა­ქა­ნებს და მარ­ტოს ტო­ვებს პი­რის­პირ რუ­სეთ­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თქვენ მხო­ლოდ ბი­ძი­ნა­სი გჯე­რათ, არც მე მაქვს იმე­დი, რომ რო­მე­ლი­მე თქვენ­განს აქ გამ­ბე­და­ო­ბა ეყო­ფა და ხმას არ მის­ცემს, არც იმის იმე­დი მაქვს, რომ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი იმუ­შა­ვებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ერ­თად, რო­გორც აქამ­დე, მყა­რად, მო­ნუ­რად იდე­ქით, ასე­ვე მო­ნუ­რად გა­და­ლა­ხავთ ამ ვე­ტოს, მაგ­რამ თქვენ უნდა იცო­დეთ, რომ მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 33 წლის თავ­ზე თქვენ ამ ქვე­ყა­ნას აკარ­გვი­ნებთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის იბ­რძვი­ან, სცემთ, სახ­ლში უვარ­დე­ბით, აკა­ვებთ, სა­სიკ­ვდი­ლოდ სცემთ მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს, უნდა იცო­დეთ, რომ თქვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­გე­კის­რე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

მან ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ ბიზ­ნეს­მენ დე­პუ­ტა­ტებ­საც მი­მარ­თა.

"მინ­და მივ­მარ­თო იმ ბიზ­ნეს­მე­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლებ­საც წლო­ბით გაქვთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი ნა­შე­ნე­ბი. თქვენ მოგ­მარ­თავთ, რად­გან სხვა თუ არა­ფე­რი, თქვენს ბიზ­ნე­სებ­ზე მა­ინც უნდა სწუხ­დეთ, რას გა­ჯე­რე­ბენ? იმას გა­ჯე­რე­ბენ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლას­თან "და­ა­ლა­გებს“ და თქვენ არ შე­გე­ხე­ბათ სან­ქცი­ე­ბი და თქვენ არ შე­გე­ხე­ბათ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თქვენ და­გე­კის­რე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა რუ­სულ კა­ნონს ხმას მის­ცემთ? ტყუ­ი­ლია, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვე­რა­ვის­თან ვერ "და­ა­ლა­გებს“, ვერ "და­ა­ლა­გებს“ ვერც ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­თან, რად­გან ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა იცი­ან, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მია, ამი­ტო­მაც ერ­თა­დერ­თი, რა ენი­თაც შე­იძ­ლე­ბა მათ­თან ილა­პა­რა­კონ, სან­ქცი­ე­ბი და ისაა, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ეკად­რე­ბა რე­ჟიმს. ვერ "და­ა­ლა­გებს“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან, რომ­ლე­ბიც სცე­მა, სახ­ლში მი­უ­ვარ­და, და­ა­კა­ვა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ რუ­სულ კა­ნონს აპ­რო­ტეს­ტებ­და.

ამი­ტო­მაც, თქვენ, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ახლა ხართ ჩუ­მად და მო­გი­წევთ ხმა მის­ცეთ ამ რუ­სულ კა­ნონს, იცო­დეთ, რომ სა­მა­რე­ში მიჰ­ყვე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. იცო­დეთ, რომ არც პა­პუ­აშ­ვი­ლი და არც ერთი მათ­გა­ნი, ვინც პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, მი­თუ­მე­ტეს, არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა ის, ვინც და­ი­ცავს თქვენს ბიზ­ნე­სებს და და­გი­ცავთ თქვენ, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა გა­ი­მარ­ჯვებს, თქვენ - ვერა!“, - გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რად გიღირთ სკამი, როცა "რობოკოპების“ და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ" - ანა წითლიძე

"რად გიღირთ სკამი, როცა "რობოკოპების“ და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ" - ანა წითლიძე

"რად გიღირთ ის სკამი, რომელშიც თქვენ ახლა ზიხართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, "რობოკოპების" და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ", - ამ სიტყვებით ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

წითლიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის წევრები ვეტოს დაძლევენ, რის გამოც, მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

"ბატონო შალვა, თქვენ მოგამართავთ, მერამდენე სესიის ჩატარება გიწევთ "რობოკოპებით" სავსე პარლამენტის შენობაში და გადაცმული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების [თანხლებით], რომლებიც აქ დერეფნებში დგანან, წინ და უკან დაგვყვებიან? რად გიღირთ ის სკამი, რომელშიც თქვენ ახლა ზიხართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, "რობოკოპების" და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ. აი, ამიტომ ხართ თქვენ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება და ამიტომ ხართ რეჟიმი, რომელიც ამოფარებული ხართ კრიმინალურ პოლიციას და "რობოკოპებს". არ დარჩა ქვეყნის გარეთ არავინ - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, სენატი, კონგრესი, ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, თქვენი მოკავშირე უნგრეთის ევროკომისარიც კი, არ დარჩა არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და არ დარჩა არავინ ქვეყნის შიგნით, მათ შორის, თქვენი მოკავშირე ბიზნესმენები, რომლებმაც არ მოგიწოდეს და არ გითხრეს, რომ კანონი, რომლის საბოლოო მიღებასაც დღეს აპირებთ, რუსულია და არის ის, რაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ მიაქანებს და მარტოს ტოვებს პირისპირ რუსეთთან. მიუხედავად ამისა, თქვენ მხოლოდ ბიძინასი გჯერათ, არც მე მაქვს იმედი, რომ რომელიმე თქვენგანს აქ გამბედაობა ეყოფა და ხმას არ მისცემს, არც იმის იმედი მაქვს, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი იმუშავებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, როგორც აქამდე, მყარად, მონურად იდექით, ასევე მონურად გადალახავთ ამ ვეტოს, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე თქვენ ამ ქვეყანას აკარგვინებთ ყველაზე მთავარს, თავისუფლებას, ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, სცემთ, სახლში უვარდებით, აკავებთ, სასიკვდილოდ სცემთ მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაგეკისრებათ“, - განაცხადა წითლიძემ.

მან ასევე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ ბიზნესმენ დეპუტატებსაც მიმართა.

"მინდა მივმართო იმ ბიზნესმენებს, რომლებიც არიან უმრავლესობაში და უმრავლესობას წარმოადგენენ, რომლებსაც წლობით გაქვთ თქვენი ბიზნესი ნაშენები. თქვენ მოგმართავთ, რადგან სხვა თუ არაფერი, თქვენს ბიზნესებზე მაინც უნდა სწუხდეთ, რას გაჯერებენ? იმას გაჯერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველასთან "დაალაგებს“ და თქვენ არ შეგეხებათ სანქციები და თქვენ არ შეგეხებათ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ დაგეკისრებათ იმ შემთხვევაში, როცა რუსულ კანონს ხმას მისცემთ? ტყუილია, რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერავისთან ვერ "დაალაგებს“, ვერ "დაალაგებს“ ვერც ერთ საერთაშორისო პარტნიორთან, რადგან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რუსული რეჟიმია, ამიტომაც ერთადერთი, რა ენითაც შეიძლება მათთან ილაპარაკონ, სანქციები და ისაა, როგორი დამოკიდებულებაც ეკადრება რეჟიმს. ვერ "დაალაგებს“ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან, რომლებიც სცემა, სახლში მიუვარდა, დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულ კანონს აპროტესტებდა.

ამიტომაც, თქვენ, ბიზნესმენებმა, რომლებიც ახლა ხართ ჩუმად და მოგიწევთ ხმა მისცეთ ამ რუსულ კანონს, იცოდეთ, რომ სამარეში მიჰყვებით ბიძინა ივანიშვილს. იცოდეთ, რომ არც პაპუაშვილი და არც ერთი მათგანი, ვინც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მითუმეტეს, არც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ის, ვინც დაიცავს თქვენს ბიზნესებს და დაგიცავთ თქვენ, რადგან ეს ქვეყანა გაიმარჯვებს, თქვენ - ვერა!“, - განაცხადა წითლიძემ.