სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა იანუკოვიჩი", "ნეკროფილური გამოსვლა", "ივანიშვილის მონები"... - პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ურთიერთბრალდებებით დაიწყო
"ბიძინა იანუკოვიჩი", "ნეკროფილური გამოსვლა", "ივანიშვილის მონები"... - პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ურთიერთბრალდებებით დაიწყო

"პარ­ლა­მენ­ტი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს და მას­ზე თან­დარ­თულ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს. ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონს დად­გე­ნილ ვა­და­ში ხელს არ მო­ა­წერს, მას 5 დღის ვა­და­ში ხელს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მო­ა­წერს... გან­ხილ­ვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა და­ვით ხა­ჯიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "ბი­ძი­ნა ია­ნუ­კო­ვი­ჩი“ უწო­და, სა­პა­სუ­ხოდ კი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა თქვა, რომ "ქარ­თვე­ლი ია­ნუ­კო­ვი­ჩი“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია და ის დღეს ცი­ხე­ში ზის.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, დღე­ვან­დე­ლი დღე არის ბოლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის თი­თო­ე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტის­თვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გა­და­ირ­ჩი­ნოთ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის­გან და მე­ო­რე მხრივ, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვანს აა­რი­დონ უდი­დე­სი დარ­ტყმა.

"დღეს დი­ლით დავ­ბრუნ­დი ბულ­გა­რე­თი­დან, სო­ფი­ა­დან, სა­დაც იმარ­თე­ბო­და ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა. ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ ერ­თხმად მი­ი­ღო დეკ­ლა­რა­ცია, სა­დაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ოთ ე.წ. "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“. ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბი­უ­რომ, ასე­ვე, მო­უ­წო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ნატო-ს წევ­რმა ყვე­ლამ ქვე­ყა­ნამ, ასე­ვე, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­იწ­ვი­ოს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი. მინ­და გი­თხრათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის დე­პუ­ტა­ცი­ას ან სა­ერ­თოდ აღარ ხვდე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, ან ხვდე­ბი­ან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გა­აფრ­თხი­ლონ იმ მძი­მე შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ელის ყვე­ლას, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას. დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­ტია წი­ლო­სა­ნის სა­მარ­ცხვი­ნო და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ არ­გუ­მენ­ტებს აღა­რა­ვინ ის­მენ­და, თურ­მე რო­გორ აწყობ­დნენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯერ. დღეს პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვე­ტოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, არის კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვის უკა­ნას­კნე­ლი შან­სი. მე ამ დარ­ბაზ­ში, თუ მის მიღ­მა, იშ­ვი­ა­თა­დღა მოგ­მარ­თავთ ხოლ­მე ივა­ნიშ­ვი­ლის დე­პუ­ტა­ცი­ას, რად­გან ვხე­დავ, რომ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ნო­ბა­ში გაც­ვა­ლეთ. მაგ­რამ უკა­ნას­კნე­ლად მინ­და მოგ­მარ­თოთ დღეს - დღე­ვან­დე­ლი დღე არის ბოლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გა­და­ირ­ჩი­ნოთ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის­გან და მე­ო­რე მხრივ, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვანს აა­რი­დოთ უდი­დე­სი დარ­ტყმა. თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­ზეა დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ შევა დღე­ვან­დე­ლი დღე სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში - რო­გორც დღე, რო­დე­საც კო­ლექ­ტი­უ­რი მო­ნო­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის დე­პუ­ტა­ცი­ამ გა­ყი­და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, თუ დღე, რო­დე­საც თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის პერ­სო­ნა­ლურ­მა და პო­ლი­ტი­კურ­მა გამ­ბე­და­ო­ბამ ქვე­ყა­ნა გა­და­ჩე­ხას გა­და­არ­ჩი­ნა. თი­თო­ე­ულ თქვენ­განს აქვს არ­ჩე­ვა­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­სა და ვერ­შემ­დგა­რი დიქ­ტა­ტო­რის, ივა­ნიშ­ვი­ლის, მო­ნურ მსა­ხუ­რე­ბას შო­რის. თი­თო­ე­ულ თქვენ­განს აქვს არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მო­ნო­ბას შო­რის. დღეს არის არ­ჩე­ვა­ნი თქვენ წი­ნა­შე - რუსი ოლი­გარ­ქის "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან პი­რის­პირ და­ტო­ვე­ბის მიზ­ნით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გა­დარ­ჩე­ნა. არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი მკა­ფიო არ­ჩე­ვა­ნი. ეს არ­ჩე­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა­ნი და შან­სი აღარ მო­გე­ცე­მათ თქვენ, რომ არ ჩა­ე­წე­როთ ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი. არ არ­სე­ბობ იმა­ზე მძი­მე გა­ნა­ჩე­ნი, ვიდ­რე გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც შენს ხალ­ხსა და ის­ტო­რი­ას გა­მო­აქვს. ღა­ლა­ტის დამ­ღით ივ­ლით მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს, გა­ი­მარ­ჯვე­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი და მათ­თან ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ყვე­ლა ას­პა­რეზ­ზე ვიბ­რძვით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­მა­რე გა­თხრი­ლია და თქვენ რომ შე­გეძ­ლოთ გა­მოს­ვლა და დად­გო­მა იმ ახალ­გაზ­რდებ­თან, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად იცა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, ამას სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხავ­დით, ჩა­ხე­დავ­დით ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რეს თვა­ლებ­ში. არ­ჩე­ვა­ნი კი თქვენ­ზეა - ჩაჰ­ყვე­ბით ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რე­ში თუ არა!“ - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

თინა ბო­კუ­ჩა­ვას სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის გა­მოს­ვლას ნეკ­რო­ლო­გი­უ­რი უწო­და.

"ზედ­მე­ტად ნეკრო­ფი­ლუ­რი გა­მოს­ვლა იყო, მგო­ნი", - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით აშშ-თან თუ ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვერ და­ზი­ან­დე­ბა - ეს კა­ნო­ნი მი­მარ­თუ­ლი არ არის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ! კა­ნო­ნი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის არ­ცერთ ას­პექტს არ ეხე­ბა! - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

რო­გორც ქა­და­გიშ­ვილ­მა ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნა, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით სან­ქცი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, სან­ქცია არის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი, არა­ე­ფექ­ტუ­რი და სან­ქცი­ით შან­ტა­ჟი მი­ზანს ვერ მი­აღ­წევს.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გაც­ნო­ბი­ე­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, მას აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ქვეყ­ნის გარ­შე­მო, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღოს და ასე­თი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სუ­ბი­ექ­ტი იყოს.

“დღეს ჩვენ მოგ­ვი­წევს ვე­ტოს დაძ­ლე­ვა კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მელ­საც ვეტო პრე­ზი­დენ­ტად წო­დე­ბულ­მა და­ა­დო. გუ­შინ, ჩვენ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, იმ სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბას ვუს­მენ­დით, რო­დე­საც ვე­ტოს დამ­დებს არც ერთი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი არ ჰქონ­და - სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ნიშ­ვნაც კი არ ჰქონ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა­ტომ არის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ცუდი, რა­ტომ არის ის რუ­სუ­ლი, რა­ტომ არის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი, რა­ტომ არის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ამ კა­ნო­ნის გარ­შე­მო ათა­სი ცოდ­ვა ით­ქვა, მაგ­რამ არას­დროს არ თქმუ­ლა, თუ რა­ტომ არის გამჭვირ­ვა­ლო­ბა ცუდი.

ამი­ტომ ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ არც ერთი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სპე­კუ­ლა­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ადა­მი­ა­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ჩა­მოშ­ლით. ყვე­ლა­ფერ­ზეა ლა­პა­რა­კი, რაც კი დე­და­მი­წის ზურ­გზე ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ფიქ­როს, ოღონდ არ იყოს ლა­პა­რა­კი, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბის არის დე­მოკ­რა­ტი­ის და ევ­რო­პის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნა.

რო­დე­საც სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი ამო­წუ­რუ­ლია, ხდე­ბა იმით შან­ტა­ჟი­რე­ბა, რომ გინ­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­ე­ბი და­ე­მუქ­რე­ბა, სან­ქცი­ე­ბი და­ე­მუქ­რე­ბა დე­პუ­ტა­ტებს და ასე შემ­დეგ.

სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით სან­ქცი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა - ეს კა­ნო­ნი მი­მარ­თუ­ლი არ არის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, კა­ნო­ნი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის არც ერთ ას­პექტს არ ეხე­ბა.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის არის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და მათ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ვი­საც ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მოს­წონს.

ჩვენ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი არ შეგ­ვიც­ვლია. ყვე­ლას, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ ქვეყ­ნის გა­რეთ მო­ვუ­წო­დებთ - ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ვი­ყოთ ორ­მხრი­ვად ღია, არა ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით, გა­ვი­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნე­თის კა­ნო­ნი­ე­რი წუ­ხი­ლე­ბი და ვი­ა­როთ ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის გზით“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე.

  • ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან, რომ კრემ­ლი­დან გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლონ.

"თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ქარ­თველ ხალ­ხზე ზრუნ­ვას და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 12 წელ­ზე მე­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხართ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ხალ­ხს, ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სამ­სა­ხუ­რის შექ­მნას, ასე­ვე, უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნას, სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბას. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, აქ ცხა­რე კა­მა­თი ყო­ფი­ლი­ყო ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ახალ­გაზ­რდე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ 12 წლის თავ­ზე, თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ას­რუ­ლებთ და მათ შო­რის, დიდი ნა­წი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბას ისე, რომ ადა­მი­ა­ნებს თავს ამახ­სოვ­რებთ, რო­გორც კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირს აშო­რებთ, კა­რებ­ში ეჩხი­რე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თველ ხალ­ხს და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. ამი­ტომ თქვენ უნდა გეს­მო­დეთ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ის წი­ნა­შეც გექ­ნე­ბათ.

გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, არ­ცერ­თი თქვენ­გა­ნის სან­ქცია არ გა­მი­ხარ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ თქვენ იქ­ცე­ვით ისე, რომ იძუ­ლე­ბუ­ლია, მათ შო­რის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ასე მო­იქ­ცეს. მა­გა­ლი­თად, მე გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ თქვენ არ და­გეძ­ლი­ათ ვეტო, ეს კა­ნო­ნი არ ამოქ­მე­დეს და ხალ­ხს 5 თვის თავ­ზე არ­ჩევ­ნებ­ზე გა­და­ე­წყვი­ტა, თუნ­დაც ამ კა­ნო­ნის ბედი, მაგ­რამ თქვენ ძალ­მომ­რე­ო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ლეწ­ვა-მტვრე­ვით, გა­ტა­ცე­ბით, სახ­ლებ­თან დახ­ვედ­რე­ბით, ოჯა­ხე­ბის და­წი­ო­კე­ბით, გინ­დათ ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღოთ, არა და თქვენ ხომ ამ­ბობ­დით, რომ "თქვენ არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის თმის ღერი არ გი­ღირ­დათ არა­ნა­ირ კა­ნო­ნად“, მაგ­რამ ახლა ისე და­ი­ჟი­ნეთ, ეს კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც კრემ­ლი­დან გაქვთ, რომ ეს აღას­რუ­ლოთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ხართ.

პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, თქვენს გამო ძა­ლი­ან ვღე­ლავ, იმი­ტომ, რომ იმ პრობ­ლე­მებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ­ლე­ბიც თქვენ გექ­ნე­ბათ, ასე­ვე თქვენს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბა. ყვე­ლას ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებთ. ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა ზღვარს გა­დახ­ვე­დით. პრო­პა­გან­დი­რებთ, რომ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს იცავთ აშშ-სგან. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი, სწო­რედ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია. თქვენ მუჭი მო­უ­ღე­რეთ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს, თი­თებს უქ­ნევთ, ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებთ, რომ თურ­მე ისი­ნი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არ არი­ან. ძვირ­ფა­სე­ბო, და­გა­ვი­წყდათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია? და­გა­ვი­წყდათ, რომ ჩვენ მარ­თლა და მთა­ვარ მტერს, პუ­ტინს ერთი სული აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად გა­და­აქ­ცი­ოს? - თქვენ ამა­ში ხელს უწყობთ, აი, ამ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ბიძინა იანუკოვიჩი", "ნეკროფილური გამოსვლა", "ივანიშვილის მონები"... - პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ურთიერთბრალდებებით დაიწყო

"ბიძინა იანუკოვიჩი", "ნეკროფილური გამოსვლა", "ივანიშვილის მონები"... - პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ურთიერთბრალდებებით დაიწყო

"პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს... განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურით მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს "ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა, საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ქართველი იანუკოვიჩი“ მიხეილ სააკაშვილია და ის დღეს ციხეში ზის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა უმრავლესობის თითოეული დეპუტატისთვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდონ უდიდესი დარტყმა.

"დღეს დილით დავბრუნდი ბულგარეთიდან, სოფიადან, სადაც იმართებოდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დეკლარაცია, სადაც კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოთ ე.წ. "აგენტების კანონი“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიურომ, ასევე, მოუწოდა და შესაბამისად, ნატო-ს წევრმა ყველამ ქვეყანამ, ასევე, კატეგორიულად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული კანონი. მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის დეპუტაციას ან საერთოდ აღარ ხვდებიან საერთაშორისო პარტნიორები, ან ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გააფრთხილონ იმ მძიმე შედეგების შესახებ, რომელიც ელის ყველას, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. დელეგაციის ხელმძღვანელის, ხატია წილოსანის სამარცხვინო და მოღალატეობრივ არგუმენტებს აღარავინ ისმენდა, თურმე როგორ აწყობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები რევოლუციას საქართველოში ორჯერ. დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება, არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი. მე ამ დარბაზში, თუ მის მიღმა, იშვიათადღა მოგმართავთ ხოლმე ივანიშვილის დეპუტაციას, რადგან ვხედავ, რომ ქვეყნის ინტერესები ივანიშვილის მონობაში გაცვალეთ. მაგრამ უკანასკნელად მინდა მოგმართოთ დღეს - დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა. თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში - როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის, მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენ წინაშე - რუსი ოლიგარქის "რუსული კანონის“ დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო არჩევანი. ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის არჩევანი და შანსი აღარ მოგეცემათ თქვენ, რომ არ ჩაეწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც მოღალატეები. არ არსებობ იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე განაჩენი, რომელიც შენს ხალხსა და ისტორიას გამოაქვს. ღალატის დამღით ივლით მთელი დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებენ ახალგაზრდები და მათთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ, ადამიანები, ვინც ყველა ასპარეზზე ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით, ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი კი თქვენზეა - ჩაჰყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლას ნეკროლოგიური უწოდა.

"ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო, მგონი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით აშშ-თან თუ ევროკავშირთან ურთიერთობები ვერ დაზიანდება - ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ! კანონი ამ ურთიერთობის არცერთ ასპექტს არ ეხება! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით სანქცირებას არ ექვემდებარება, სანქცია არის კონტრპროდუქტიული, არაეფექტური და სანქციით შანტაჟი მიზანს ვერ მიაღწევს.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაცნობიეროს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, მას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონები მიიღოს და ასეთი სუვერენიტეტით აღჭურვილი საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი იყოს.

“დღეს ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა კანონპროექტზე, რომელსაც ვეტო პრეზიდენტად წოდებულმა დაადო. გუშინ, ჩვენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იმ საცოდავ მდგომარეობას ვუსმენდით, როდესაც ვეტოს დამდებს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა - სამართლებრივი შენიშვნაც კი არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ცუდი, რატომ არის ის რუსული, რატომ არის დისკრიმინაციული, რატომ არის ანტიდემოკრატიული. ამ კანონის გარშემო ათასი ცოდვა ითქვა, მაგრამ არასდროს არ თქმულა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.

ამიტომ ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით - ადამიანის სექსუალური ცხოვრებიდან დაწყებული, დამთავრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლით. ყველაფერზეა ლაპარაკი, რაც კი დედამიწის ზურგზე ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს, ოღონდ არ იყოს ლაპარაკი, რომ გამჭვირვალობის არის დემოკრატიის და ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა.

როდესაც სამართლებრივი არგუმენტები ამოწურულია, ხდება იმით შანტაჟირება, რომ გინდა თუ არა საქართველოს სანქციები დაემუქრება, სანქციები დაემუქრება დეპუტატებს და ასე შემდეგ.

სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით სანქცირებას არ ექვემდებარება - ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ, კანონი ამ ურთიერთობის არც ერთ ასპექტს არ ეხება.

ამ ვითარებაში სანქციებზე საუბარი ამ ურთიერთობებისთვის არის კონტრპროდუქტიული, დამაზიანებელი და მათ ინტერესებში შედის, ვისაც ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები არ მოსწონს.

ჩვენ ჩვენი პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიზნები არ შეგვიცვლია. ყველას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მოვუწოდებთ - ამ ურთიერთობებით ვიყოთ ორმხრივად ღია, არა ორმაგი სტანდარტებით, გავიზიაროთ ერთმანეთის კანონიერი წუხილები და ვიაროთ ერთმანეთთან დაკავშირების გზით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

  • ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან, რომ კრემლიდან გაცემული ბრძანება შეასრულონ.

"თქვენი მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტში უნდა წარმოადგენდეს ქართველ ხალხზე ზრუნვას და მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წელზე მეტია ხელისუფლებაში ხართ, თქვენი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს ხალხს, ხალხის პრობლემების მოგვარებას, გადასახადების შემცირებას, ადამიანებისთვის სამსახურის შექმნას, ასევე, უკეთესი მომავლის შექმნას, სტუდენტების დასაქმებას. ამ წლების განმავლობაში, შესაძლოა, აქ ცხარე კამათი ყოფილიყო ხალხის კეთილდღეობაზე, ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, მაგრამ 12 წლის თავზე, თქვენ ხელისუფლებას ასრულებთ და მათ შორის, დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებას ისე, რომ ადამიანებს თავს ამახსოვრებთ, როგორც კანონშემოქმედები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებთ, კარებში ეჩხირებით ფაქტობრივად, ქართველ ხალხს და ევროკავშირს შორის. ამიტომ თქვენ უნდა გესმოდეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიის წინაშეც გექნებათ.

გულწრფელად გეტყვით, არცერთი თქვენგანის სანქცია არ გამიხარდება, უბრალოდ თქვენ იქცევით ისე, რომ იძულებულია, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე მოიქცეს. მაგალითად, მე გამიხარდებოდა, რომ თქვენ არ დაგეძლიათ ვეტო, ეს კანონი არ ამოქმედეს და ხალხს 5 თვის თავზე არჩევნებზე გადაეწყვიტა, თუნდაც ამ კანონის ბედი, მაგრამ თქვენ ძალმომრეობით, ადამიანების ლეწვა-მტვრევით, გატაცებით, სახლებთან დახვედრებით, ოჯახების დაწიოკებით, გინდათ ეს კანონი მიიღოთ, არა და თქვენ ხომ ამბობდით, რომ "თქვენ არცერთი ადამიანის თმის ღერი არ გიღირდათ არანაირ კანონად“, მაგრამ ახლა ისე დაიჟინეთ, ეს კონკრეტული დავალება, რომელიც კრემლიდან გაქვთ, რომ ეს აღასრულოთ, აბსოლუტურად, ყველაფერზე მიდიხართ.

პირდაპირ გეუბნებით, თქვენს გამო ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ იმ პრობლემებს ვერ აცნობიერებთ, რომლებიც თქვენ გექნებათ, ასევე თქვენს გარშემო ადამიანებს ექნება. ყველას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებთ. ამ თვეების განმავლობაში, ყველა ზღვარს გადახვედით. პროპაგანდირებთ, რომ სუვერენიტეტს იცავთ აშშ-სგან. უკაცრავად, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. თქვენ მუჭი მოუღერეთ სტრატეგიულ პარტნიორს, თითებს უქნევთ, ღალატში ადანაშაულებთ, რომ თურმე ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან. ძვირფასებო, დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მართლა და მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციოს? - თქვენ ამაში ხელს უწყობთ, აი, ამ "რუსული კანონით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ასევე: