ავტორი:

"ამ არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს - ეს ბოლო დღეა 84 დეპუტატისთვის!" - დავით გამყრელიძე

"ამ არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს - ეს ბოლო დღეა 84 დეპუტატისთვის!" - დავით გამყრელიძე

დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მოიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს მოქალაქეები აპროტესტებენ.

დავით გამყრელიძის თქმით, “რუსული რეჟიმი” უნდა შეიცვალოს ხელისუფლებით, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გააწევრიანებს.

“მე მაინც მგონია, რომ ეს არ არის ბოლო წერტილი, ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. წარმოუდგენელია, რომ ქართველი ხალხი შეეგუოს გარუსებას, დასავლურ კურსზე და ევროპულ ინტეგრაციაზე უარს, აქედან გამომდინარე, ეს ბოლო დღეა ამ 84 დეპუტატისთვის. გულის სიღრმეში იმედი მაინც არის, რომ 9 ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელიც საკუთარ თავს თუ არა, თავის შვილებზე, შვილიშვილებზე, მომავალ თაობებზე იფიქრებს, მაგრამ ეს ძალიან მცირე იმედია. აქამდე სადაც მოვიდნენ და ვერავინ გაბედა განცხადების გაკეთება, რომ თუნდაც გადავდოთ, თუნდაც შევაჩეროთ ეს პროცესი, ნიშნავს იმას, რომ დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მიიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს და შევცვალოთ იმ ხელისუფლებით და პარლამენტით, რომელიც დაჩქარებული ტემპით შეგვიყვანს ევროპაში”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.