სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“ - ფადი ასლი
"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“ - ფადი ასლი

"შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ დო­ნემ­დე და­იყ­ვანს“, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ასლი გან­მარ­ტავს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ს და­უ­პი­რის­პირ­და, სა­ქარ­თვე­ლოც ამ ნა­ბი­ჯით უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

"ახლა, რო­დე­საც ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ გა­ი­ხა­და და სრუ­ლად რომ აღიქ­ვათ, თუ საით მი­ა­ქა­ნე­ბენ ისი­ნი ქვე­ყა­ნას, ჩა­მოვ­წერ იმ ძი­რი­თა­დი ქვეყ­ნე­ბის სიას, რომ­ლებ­საც წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და მო­ვიყ­ვან მათი 2023 წლის ნო­მი­ნა­ლურ მშპ-ს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე“, - წერს ფადი ასლი.

ბიზ­ნეს­მე­ნი პირ­ველ სვეტ­ში წარ­მო­ად­გენს ამ­ჟა­მინ­დელ მშპ-ს ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ხოლო მე­ო­რე სვეტ­ში მშპ-ს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბის შემ­დეგ:

1. რუ­სე­თი: ამ­ჟა­მინ­დე­ლი $13,640 – 2023 წელი $16,000

2. ჩი­ნე­თი: ამ­ჟა­მინ­დე­ლი $1,514 - N/A

3. ბე­ლა­რუ­სი $7,900 - N/A

4. ლი­ბია $6,700 – 2012 წელი $14,728

5. ირა­ნი $4,600 – 1977 წელი $2168 ($ 11,200 დღე­ვან­დე­ლი კურ­სით)

6. ვე­ნე­სუ­ე­ლა $3,300 – 2012 წელი $12,600

7. ჩრდ. კო­რეა $900 - N/A

8. იე­მე­ნი $540 – 2014 წელი $1,580

9. სუ­და­ნი $536 – 2010 წელი $2,000

10. ავ­ღა­ნე­თი $422 – 2012 წელი $784

11. სი­რია $420 – 2010 წელი $2,800

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ყვე­ლა ამ ქვეყ­ნის მშპ-ს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ერთი წლით ადრე, სა­ნამ ისი­ნი აშშ-ს ან­ტა­გო­ნი­ზე­ბას მო­ახ­დენ­დნენ და შე­ა­და­რეთ 2023 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებს; ნა­ხავთ თუ რამ­დე­ნად შემ­ცირ­და მათი მშპ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ან­ტა­გო­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ.

შე­და­რე­ბის­თვის, ბულ­გა­რეთს, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა, აქვს ნო­მი­ნა­ლუ­რი მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე $15,800, რაც 15%-ით მე­ტია რუ­სე­თის მშპ-ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ღა­რი­ბია აშშ-ს ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს შო­რის.

სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მი­ნა­ლუ­რი მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 2023 წლის­თვის არის $8200; შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ დო­ნემ­დე და­იყ­ვანს და ქარ­თვე­ლებს უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ჩა­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და­უ­პი­რის­პირ­და.

ეს არის მა­თე­მა­ტი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გა­მოთ­ვლა, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს ან ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - წერს ფადი ასლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“ - ფადი ასლი

"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“ - ფადი ასლი

"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ასლი განმარტავს, ისევე როგორც ყველა ქვეყანა, რომელიც აშშ-ს დაუპირისპირდა, საქართველოც ამ ნაბიჯით უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება.

"ახლა, როდესაც ჩვენმა მთავრობამ შეერთებული შტატები მოწინააღმდეგედ გაიხადა და სრულად რომ აღიქვათ, თუ საით მიაქანებენ ისინი ქვეყანას, ჩამოვწერ იმ ძირითადი ქვეყნების სიას, რომლებსაც წინააღმდეგობრივი ურთიერთობები აქვთ შეერთებულ შტატებთან და მოვიყვან მათი 2023 წლის ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე“, - წერს ფადი ასლი.

ბიზნესმენი პირველ სვეტში წარმოადგენს ამჟამინდელ მშპ-ს ქვეყნების მიხედვით, ხოლო მეორე სვეტში მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ:

1. რუსეთი: ამჟამინდელი $13,640 – 2023 წელი $16,000

2. ჩინეთი: ამჟამინდელი $1,514 - N/A

3. ბელარუსი $7,900 - N/A

4. ლიბია $6,700 – 2012 წელი $14,728

5. ირანი $4,600 – 1977 წელი $2168 ($ 11,200 დღევანდელი კურსით)

6. ვენესუელა $3,300 – 2012 წელი $12,600

7. ჩრდ. კორეა $900 - N/A

8. იემენი $540 – 2014 წელი $1,580

9. სუდანი $536 – 2010 წელი $2,000

10. ავღანეთი $422 – 2012 წელი $784

11. სირია $420 – 2010 წელი $2,800

ყურადღება მიაქციეთ ყველა ამ ქვეყნის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ერთი წლით ადრე, სანამ ისინი აშშ-ს ანტაგონიზებას მოახდენდნენ და შეადარეთ 2023 წლის მაჩვენებლებს; ნახავთ თუ რამდენად შემცირდა მათი მშპ შეერთებული შტატების ანტაგონიზაციის შემდეგ.

შედარებისთვის, ბულგარეთს, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, აქვს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე $15,800, რაც 15%-ით მეტია რუსეთის მშპ-ზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ღარიბია აშშ-ს ყველა მოწინააღმდეგეს შორის.

საქართველოს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლისთვის არის $8200; შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს და ქართველებს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს, როგორც ეს მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდა.

ეს არის მათემატიკურად დადასტურებული გამოთვლა, რომელიც არ ექვემდებარება პოლიტიკურ დებატებს ან ინტერპრეტაციის თავისუფლებას“, - წერს ფადი ასლი.

იხილეთ ასევე: