ავტორი:

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რათა გააპროტესტონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

მოქალაქეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, ეს იქნება ქვეყნის მომავლისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და უარის თქმა ნატო-სა და ევროკავშირში წევრობაზე.

ისმის საპროტესტო შეძახილები "არა რუსულ კანონს”.

სხდომა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, 12:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.