საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს
პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს

პარ­ლა­მენ­ტი დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს და მას­ზე თან­დარ­თულ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს.

პრე­ზი­დენ­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტით, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან მხო­ლოდ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, ასე­ვე ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.

“ამ კა­ნო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კა­ნო­ნი მთე­ლი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით არის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი - მა­შა­სა­და­მე, არა­ქარ­თუ­ლი, არა­ევ­რო­პუ­ლი და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ამ­დე­ნად, ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის გზით არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მისი არსი, ში­ნა­არ­სი და პრინ­ცი­პე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო და ქარ­თვე­ლის ხალ­ხის ნე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გთა­ვა­ზობთ კა­ნო­ნი გა­უქ­მდეს უმოკ­ლეს ვა­და­ში - ამოქ­მე­დე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღეს­ვე", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ვე­ტოს დაძ­ლე­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა.

ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონს დად­გე­ნილ ვა­და­ში ხელს არ მო­ა­წერს, მას 5 დღის ვა­და­ში ხელს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მო­ა­წერს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს

პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

“ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.