პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ - გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი
"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ - გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის თა­ნახ­მად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი გა­ა­უქ­მოს", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • ბო­რე­ლის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ფე­რი­სი პა­სუ­ხე­ბის გან­ხილ­ვა და­ი­წყო, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ივ­ნის­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭო­ზე მი­ი­ღე­ბენ.

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რე­ბი გავცვა­ლეთ. ზო­გი­ერ­თმა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ მი­იჩ­ნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არც თუ ისე სამ­წუ­ხა­როა, ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ ეს კა­ნო­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ნორ­მებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ნახ­სე­ნე­ბი იყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა და აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, რომ ეს კა­ნო­ნი გა­ა­უქ­მოს. კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ფე­რი­სი პა­სუ­ხე­ბის გან­ხილ­ვა და­ვი­წყეთ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ივ­ნის­ში გა­სა­მართ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭო­ზე მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ვი­სურ­ვებ­დი, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი მზად იყ­ვნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე მი­ი­ღონ, როცა ისე­თი რამ მოხ­დე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ გზას, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

"ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ქარ­თველ ხალ­ხს ხმის მი­ცე­მა თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტრა­ექ­ტო­რი­ის­თვის მო­უ­წევს და მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს იმ სარ­გე­ბელ­ზე, რო­მელ­საც ისი­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­დე­გად იღე­ბენ, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ - გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი

"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ - გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი

"ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ.

"ჩვენ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"ჩვენ განვიხილეთ მომავალი არჩევნები, ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს და მთავრობის ქმედებებმა შეიძლება საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.