ნიგერიის ცენტრალურ შტატში შეიარაღებულმა მამაკაცებმა სოფლების დარბევისას 10-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, 160 კი გაიტაცეს. განცხადებას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.
დიდი რაოდენობით შეიარაღებული მამაკაცები, რომლებიც, სავარაუდოდ, ნიგერიის ისლამისტურ დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრები არიან, სოფელ კუჩიში პარასკევს ღამით მოტოციკლეტებით შეიჭრნენ.
სოციალურ მედიაში მომხდარს Amnesty International გამოეხმაურა და მასობრივი გატაცების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა: "სოფელში შეიარაღებული პირების შეჭრა კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ნიგერიის ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლის დაცვა არ შეუძლია. 2021 წლიდან დაჯგუფებები გამუდმებით ესხმიან თავს სოფელ კუჩის, ქალებსა და გოგონებს კი თავისსავე სახლებში აუპატიურებენ. ისინი დროდადრო მილიონობით ნაირას ითხოვენ იმ შეშინებული ხალხისგან, რომელთაც ტყვეობის ეშინიათ",- ნათქვამია განცხადებაში.
Amnesty International ნიგერიის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაასრულონ გატაცებების ეს ტალღა და ეჭვმიტანილები სათანადოდ დასაჯონ.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა