პარტნიორები:
    ავტორი:

    უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - გახსენით ევროპული ანგარიში "პეისერა ბანკ საქართველოში"

    უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - გახსენით ევროპული ანგარიში "პეისერა ბანკ საქართველოში"

    „პეისერა ბანკი საქართველო“ ევროპაში მყოფ სტუდენტებს ევროპული ანგარიშის გახსნისა და ევროპული ბარათის ქონის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    სტუდენტებს, რომლებიც დღეს ძალიან ბევრი არიან ევროპაში, სჭირდებათ საბანკო ანგარიშები და ასევე, სჭირდებათ, რომ თავიანთ ოჯახის წევრებს იყვნენ მიბმულები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მათ არ ჰქონდეთ შეზღუდვები. ჩვენ, „პეისერა ბანკი საქართველო“ მათ როგორც საქართველოში, ისე ევროპაში ვუხსნით ევროპულ ანგარიშს. ევროპაში მყოფ სტუდენტს კი ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ევროპული ბარათი აიღოს. შესაბამისად, დაბრკოლება თანხის გადარიცხვის ან სხვა ტიპის მხარდაჭერის კუთხით მოხსნილია. ამ მიმართულებაში ბაზარზე უპირობო ლიდერები ვართ. პროცესი ტექნოლოგიურად ჩვენ ყველაზე უკეთესად გვაქვს აწყობილი. ყველაზე იაფად, სწრაფად და ხარისხიანად ამ მომსახურებას სწორედ ჩვენთან მიიღებენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

    R