ავტორი:

"მოღალატე მოიკითხეთ, გყავთ ბელადი და შემდგომ თქვენს ბიოგრაფიებს ჩახედეთ" - ოხანაშვილმა ანა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა

"მოღალატე მოიკითხეთ, გყავთ ბელადი და შემდგომ თქვენს ბიოგრაფიებს ჩახედეთ" - ოხანაშვილმა ანა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ანა წითლიძემ ანრი ოხანაშვილს მოღალატე უწოდა.

"გაძევებული ხართ დარბაზიდან. გაბრძანდით. პირველი მოღალატე გიზით დაწესებულებაში სამართლიანად, დამსახურებულად, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ეს ადამიანი ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა სამართლიანად იხდის სასჯელს. მოღალატე მოიკითხეთ, გყავთ ბელადი და შემდგომ თქვენს ბიოგრაფიებს ჩახედეთ, ვის რა გაქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.