მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა – "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მარიამ ჩიქოვანი საკუთარ პროფესიულ არჩევანზე
ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა – "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მარიამ ჩიქოვანი საკუთარ პროფესიულ არჩევანზე

5 წე­ლია, რაც მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ მა­ყუ­რე­ბელს ახალ ამ­ბებს აწ­ვდის. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ბევ­რი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი და გა­მოწ­ვე­ვა იყო. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში კი­დევ ბევ­რი რამ აქვს სათ­ქმე­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კა­ზე, ყვე­ლა­ზე რთულ და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე თა­ვად მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი სა­უბ­რობს:

რას ნიშ­ნავს შენ­თვის პრო­ფე­სია რე­პორ­ტი­ო­რი და რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ახ­ლავს მას?

მე-5 წე­ლია, რაც „პლიტ­რა­ნი­უ­სის“ ნა­წი­ლი ვარ, რე­პორ­ტი­ო­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­ყავს მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბაც. მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ორი­ვე ფლანგზე ვიყო, რაც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს და ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა და მათ შო­რის რე­პორ­ტი­ო­რო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ამ პრო­ფე­სი­ას უნდა და­უთ­მო. ყვე­ლა­ფერს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ, არა­მარ­ტო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, არა­მედ ქვეყ­ნის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლით, იმი­ტომ რომ რო­დე­საც პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ, გაქვს გარ­კვე­უ­ლი მი­ზა­ნი და მი­ზე­ზიც.

როცა ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ­დით, ეს მი­ზა­ნი თა­ვი­დან­ვე გქონ­დათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი?

რა თქმა უნდა, პა­ტა­რა ასაკ­ში ნაკ­ლე­ბად გაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ამა თუ იმ არ­ჩე­ვანს რა­ტომ აკე­თებ, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი ზრდას­რულ ასაკ­შიც არას­დროს შე­მიც­ვლია. ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. ჩემი პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი კი ბა­ბუა იყო.

ვფიქ­რობ, ამ პრო­ფე­სი­ა­ში კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს სათ­ქმე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის.

ახ­ლან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რას ეტყო­დით მა­შინ­დელ მა­რი­ამს, რო­მელ­საც მოს­წონ­და ჟურ­ნა­ლის­ტის როლ­ში ყოფ­ნა?

ვე­ტყო­დი, რომ რო­გო­რი მე­ამ­ბო­ხე და მებ­რძო­ლიც იყო მა­შინ, ისევ იმგვა­რად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სვლა თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად. ასე­ვე ვე­ტყო­დი, რომ ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა დახ­ვდე­ბო­და იმის­გან, რაც წარ­მო­ედ­გი­ნა.

ასე­ვე მივ­ცემ­დი რჩე­ვას, ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ეს ბევრ რა­ღა­ცა­ში მიშ­ლი­და ხელს. თუმ­ცა­ღა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად გა­ვი­აზ­რე და ვის­წავ­ლე, რომ ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რო­ბა სწო­რად საქ­მის კე­თე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბა.

მა­შინ­დე­ლი მა­რი­ა­მის გად­მო­სა­ხე­დი­დან ოც­ნე­ბე­ბის ნა­წი­ლი ავის­რუ­ლე, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ვერა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა წინ არის.

ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის გა­მოწ­ვე­ვაა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­შიც გვიშ­ლის ხელს. რო­გორ ის­წავ­ლე მათი კონ­ტრო­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს?

თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ჩვენც, პო­ლი­ტი­კო­სებ­საც და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამას ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი პრო­ფე­სი­ას არ უს­წავ­ლე­ბია, ეს უფრო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად შევ­ძე­ლი ბევ­რი რამ.

ჟურ­ნა­ლის­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა მა­ყუ­რებ­ლის­თვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა. ჩვენ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ, რო­მე­ლი­მე მხა­რეს არ გა­და­ვი­ხა­როთ, და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი, ვმარ­თოთ ემო­ცი­ე­ბი და გა­დაც­დო­მით ვინ­მე არ და­ვა­ზა­რა­ლოთ. ჟურ­ნა­ლის­ტი მხო­ლოდ სი­მარ­თლის მხა­რეს უნდა იყოს და ეს კარ­გად უნდა ჰქონ­დეს მას გა­აზ­რე­ბუ­ლი.

რა თქმა უნდა, ემ­პა­თი­ას ყვე­ლა მოვ­ლე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნის მი­მართ უნდა გა­ნიც­დი­დე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ემო­ცი­ე­ბი გვერ­დზე გა­და­დო მა­შინ, როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი შენ­გან ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა და ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით გი­ყუ­რებს, არ გპა­ტი­ობს შეც­დო­მებს.

ალ­ბათ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა ცხე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბის დროს, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას ახა­ლი ამ­ბე­ბის­თვის აქვს ყუ­რა­დღე­ბა მი­პყრო­ბი­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­და­ვო კა­ნო­ნი და მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბია. რა სპე­ცი­ფი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა ამ­გვა­რი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბა?

არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი სპე­ცი­ფი­კა, მოყ­ვე ის, რა­საც ხე­დავ, ბა­ლანსსაც სწო­რედ მანდ იპო­ვი. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ბი, რაც უნდა გა­ფილტრო, მა­გა­ლი­თად, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში არ უნდა მო­ახ­დი­ნო და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რად­გან აქ­ცი­ებს მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ადევ­ნე­ბენ თვალს და მათ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა მის­ცე.

მა­ყუ­რებ­ლის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ თუნ­დაც ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­სა და წი­წა­კის სპრე­ის შე­სუნ­თქვის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავს ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებ. მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე მქონ­და ამის გა­მოც­დი­ლე­ბა: ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, მე, ოპე­რა­ტო­რი გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ცოტ­ნე შა­ორ­შა­ძე მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში აღ­მოვ­ჩნდით, სა­მი­ვემ გა­მოვ­ცა­დეთ იმ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა, რაც აქ­ცი­ა­ზე სპეც­რაზ­მე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს, ცოტ­ნეს რე­ზი­ნის ტყვი­აც მოხ­ვდა. იმის გამო, რომ მე ძა­ლი­ან ალერ­გი­უ­ლი ვარ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა, სუნ­თქვა მი­ჭირ­და, ამი­ტომ სპე­ცე­თე­რის დროს ჩარ­თვა შევ­წყვი­ტე.

ეს კად­რე­ბი ემა ტუ­ხი­აშ­ვილ­თან პირ­და­პირ ეთერ­შიც მოხ­ვდა. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ახლა პა­ნი­კის დრო არ იყო, თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნეთ და პირ­და­პირ ეთერ­ში შე­ვე­დით.

ჩვენ გარ­და იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მა­ყუ­რებ­ლის­თვის მოგ­ვე­ყო­ლა, რა ხდე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. შენი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა გა­კე­თე­ბი­ნებს იმას, რომ ვე­ღარ გრძნობ დაღ­ლა­სა და შიშს და საქ­მის სწო­რად კე­თე­ბა­ზე ხარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

რე­პორ­ტი­ო­რის­თვის ემო­ცი­უ­რად რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა?

ცხა­დია, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ნაც რო­დე­საც ხარ ისე­თი მე­დი­ის ნა­წი­ლი, რო­გო­რიც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სია“. მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვენ­გან მუდ­მი­ვად ობი­ექ­ტურ, და­ბა­ლან­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა და ეს მთელს გუნდს კარ­გად გვეს­მის. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­საც არ უნდა გას­ცდე და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ავირ­ჩიე „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“. სწო­რედ ბა­ლან­სია ჩვე­ნი მთა­ვა­რი ნიშა, შენ უყ­ვე­ბი მა­ყუ­რე­ბელს იმას, რაც ხდე­ბა. საქ­მის კე­თე­ბის დროს ყო­ველ­თვის ფო­ნად მომ­ყვე­ბა ის, თუ რო­მელ მე­დი­ას წარ­მო­ვად­გენ და პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გარ­და, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი­სა“ და მისი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შეც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობ თავს.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­ღე­ბა, რო­მე­ლიც გქო­ნი­ათ.

ერ­თის გა­მო­ყო­ფა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა. ყვე­ლა­ზე მძი­მე ჩემ­თვის შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­შუ­ქე­ბა იყო. 3 დღე ხევ­სუ­რეთ­ში გა­ვა­ტა­რე, 17 ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვის ამ­ბავს ვა­შუ­ქებ­დი და ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მი­ჭირ­და.

ასე­ვე, რთუ­ლი იყო 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც ჩემს კო­ლე­გებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ჩვენს ოპე­რა­ტორს, რო­მან ტა­რუ­ღიშ­ვილ­სა და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორს გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილს სცე­მეს. იქ ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა და­შავ­და და მძი­მეა ჩემ­თვის იმ მოვ­ლე­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა, თუ რო­გორ გვეს­ხმი­ან თავს და რო­გორ ვე­ლო­დე­ბით სას­წრა­ფოს მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ჩემს კო­ლე­გებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩენს.

არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბიც.

წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში კი ორი რთუ­ლი ეთე­რი მქონ­და: ბა­თუმ­ში კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბა, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს პირ­და­პირ ეთერ­ში ვაწ­ვდი­დი მა­ყუ­რე­ბელს და მი­წევ­და ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა.

რო­დე­საც შე­ვი­ტყვე, რომ ბა­თუმ­ში ჩა­მონ­გრე­ულ კორ­პუს­ში ბავ­შვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ოჯა­ხე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წევ­რს ეძებ­დნენ, ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სპე­ცე­თე­რი. მე­გო­ნა, ყვე­ლა ემო­ცია მე­ტყო­ბო­და, თუმ­ცა გა­მოშ­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ პი­რი­ქით, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა­ღა იყო ერთი მო­ნაკ­ვე­თი, რო­დე­საც პირ­და­პირ ეთერ­ში ჩაგ­ვერ­თო უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი და მისი მო­ნა­თხრო­ბი იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო, რომ თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ავ­ტირ­დი.

ამ პირ­ველ­მა რთულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბებ­მა გამ­ზარ­და, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბა აღარ მო­მი­წევს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა ასე­თია, სა­დაც არ უნდა იყო და რა­საც არ უნდა აშუ­ქებ­დე, უნდა გა­უმკლავ­დე ყვე­ლა ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტორს და საქ­მე­ზე იფიქ­რო. მე და ჩემს კო­ლე­გას სა­ლო­მე ჯა­ფა­რი­ძეს მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 18 სა­ა­თი გა­დაბ­მუ­ლად მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთ­თან კო­ორ­დი­ნა­ცია და მოვ­ლე­ნე­ბის მყი­სი­ე­რად გა­შუ­ქე­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია. შენ თუ ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ და ეს საქ­მე გიყ­ვარს, შე­უძ­ლე­ბე­ლიც უნდა შეძ­ლო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა რო­გორც წამ­ყვა­ნო­ბა, ისე რე­პორ­ტი­ო­რო­ბა? ახა­ლი ამ­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან მსმე­ნია, რომ სტუ­დი­ი­დან სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ, ასე უფრო „კომ­ფორ­ტუ­ლად“ გრძნო­ბენ თავს...

ორი­ვე ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. მე­სა­მე წე­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი ვარ, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი მხო­ლოდ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა რა დრო­საც სა­კუ­თარ თავს ბო­ლომ­დე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად არ ვთვლი­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნო­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ადრე ავის­რუ­ლე, მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ მე­ნატ­რე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნა და ის ად­რე­ნა­ლი­ნი, რა­საც ამ დროს გრძნობ. ამი­ტომ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, წამ­ყვა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რე­პორ­ტი­ო­რა­დაც და­ვუბ­რუნ­დი.

მა­რი­ამ, თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში კი­დევ ბევ­რი გაქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ცხოვ­რე­ბის და­გეგ­მვა არ მიყ­ვარს, რად­გან სი­ურპრი­ზე­ბით არის სავ­სე და არ იცი, რო­დის რა მოხ­დე­ბა. თუმ­ცა რა თქმა უნდა მაქვს მიზ­ნე­ბი, მსურს ჩემს კა­რი­ე­რა­ში უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს რომ ამის­თვის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მაა სა­ჭი­რო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა – "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მარიამ ჩიქოვანი საკუთარ პროფესიულ არჩევანზე

ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა – "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მარიამ ჩიქოვანი საკუთარ პროფესიულ არჩევანზე

5 წელია, რაც მარიამ ჩიქოვანი „პალიტრანიუსის“ მაყურებელს ახალ ამბებს აწვდის. ამ პერიოდის განმავლობაში მის პროფესიულ საქმიანობაში ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი და გამოწვევა იყო. როგორც თავად აღნიშნავს, ჟურნალისტიკაში კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი.

ჟურნალისტის საქმიანობის სპეციფიკაზე, ყველაზე რთულ და საინტერესო გამოცდილებებსა და სამომავლო გეგმებზე თავად მარიამ ჩიქოვანი საუბრობს:

რას ნიშნავს შენთვის პროფესია რეპორტიორი და რა პასუხისმგებლობა ახლავს მას?

მე-5 წელია, რაც „პლიტრანიუსის“ ნაწილი ვარ, რეპორტიორობის პარალელურად მიმყავს მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც. მომეცა შესაძლებლობა, ორივე ფლანგზე ვიყო, რაც სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას მაძლევს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტობა და მათ შორის რეპორტიორობა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ამ პროფესიას უნდა დაუთმო. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვაკეთებ, არამარტო ჟურნალისტიკის, არამედ ქვეყნის მიმართ სიყვარულით, იმიტომ რომ როდესაც პროფესიას ირჩევ, გაქვს გარკვეული მიზანი და მიზეზიც.

როცა ჟურნალისტის პროფესიას ირჩევდით, ეს მიზანი თავიდანვე გქონდათ გაცნობიერებული?

რა თქმა უნდა, პატარა ასაკში ნაკლებად გაქვს გაცნობიერებული, ამა თუ იმ არჩევანს რატომ აკეთებ, თუმცა არჩევანი ზრდასრულ ასაკშიც არასდროს შემიცვლია. ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტიკა. ჩემი პირველი რესპონდენტი კი ბაბუა იყო.

ვფიქრობ, ამ პროფესიაში კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ყველაფერი წინ არის.

ახლანდელი გადმოსახედიდან რას ეტყოდით მაშინდელ მარიამს, რომელსაც მოსწონდა ჟურნალისტის როლში ყოფნა?

ვეტყოდი, რომ როგორი მეამბოხე და მებრძოლიც იყო მაშინ, ისევ იმგვარად გაეგრძელებინა სვლა თავისი ოცნებების ასასრულებლად. ასევე ვეტყოდი, რომ ცოტა განსხვავებული რეალობა დახვდებოდა იმისგან, რაც წარმოედგინა.

ასევე მივცემდი რჩევას, ნაკლებად ემოციური ყოფილიყო, რადგან ეს ბევრ რაღაცაში მიშლიდა ხელს. თუმცაღა ასაკის მატებასთან ერთად გავიაზრე და ვისწავლე, რომ ნაკლებად ემოციურობა სწორად საქმის კეთებაში გეხმარება.

მაშინდელი მარიამის გადმოსახედიდან ოცნებების ნაწილი ავისრულე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერა, მაგრამ ცხოვრება წინ არის.

ემოციების მართვა ბევრი ჩვენგანისთვის გამოწვევაა და გარკვეულწილად, პროფესიული საქმიანობის შესრულებაშიც გვიშლის ხელს. როგორ ისწავლე მათი კონტროლი და განსაკუთრებით, ჟურნალისტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

თმენის ვალდებულება გვაქვს ჩვენც, პოლიტიკოსებსაც და ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ვაცნობიერებდეთ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ემოციების კონტროლი პროფესიას არ უსწავლებია, ეს უფრო ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოიტანა. ასაკის მატებასთან ერთად შევძელი ბევრი რამ.

ჟურნალისტის მთავარი მიზანი და ამოცანა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომელიმე მხარეს არ გადავიხაროთ, დავიცვათ ბალანსი, ვმართოთ ემოციები და გადაცდომით ვინმე არ დავაზარალოთ. ჟურნალისტი მხოლოდ სიმართლის მხარეს უნდა იყოს და ეს კარგად უნდა ჰქონდეს მას გააზრებული.

რა თქმა უნდა, ემპათიას ყველა მოვლენისა და ადამიანის მიმართ უნდა განიცდიდე, მაგრამ მნიშვნელოვანია, ემოციები გვერდზე გადადო მაშინ, როცა მაყურებელი შენგან ზუსტ ინფორმაციას ელოდება და ძალიან კრიტიკული თვალით გიყურებს, არ გპატიობს შეცდომებს.

ალბათ, ეს განსაკუთრებით საჭიროა ცხელი მოვლენების გაშუქების დროს, როცა მოსახლეობის უმეტესობას ახალი ამბებისთვის აქვს ყურადღება მიპყრობილი. ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური სადავო კანონი და მისი საწინააღმდეგო აქციებია. რა სპეციფიკით ხასიათდება ამგვარი ამბების გაშუქება?

არსებობს მხოლოდ ერთი სპეციფიკა, მოყვე ის, რასაც ხედავ, ბალანსსაც სწორედ მანდ იპოვი. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცები, რაც უნდა გაფილტრო, მაგალითად, რიგ შემთხვევებში არ უნდა მოახდინო დაშავებულების იდენტიფიცირება, რადგან აქციებს მათი ოჯახის წევრებიც ადევნებენ თვალს და მათ პანიკაში ჩავარდნის საფუძველი არ უნდა მისცე.

მაყურებლის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად მაღალია, რომ თუნდაც ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის შესუნთქვის შემდეგ საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლებას არ აძლევ და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებ. მიმდინარე აქციებზე მქონდა ამის გამოცდილება: ჩვენი გადამღები ჯგუფი, მე, ოპერატორი გიორგი გელაშვილი და ჟურნალისტი ცოტნე შაორშაძე მოვლენათა ეპიცენტრში აღმოვჩნდით, სამივემ გამოვცადეთ იმ ნივთიერებების ზემოქმედება, რაც აქციაზე სპეცრაზმელებმა გამოიყენეს, ცოტნეს რეზინის ტყვიაც მოხვდა. იმის გამო, რომ მე ძალიან ალერგიული ვარ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად პარალიზებული მქონდა მხედველობა, სუნთქვა მიჭირდა, ამიტომ სპეცეთერის დროს ჩართვა შევწყვიტე.

ეს კადრები ემა ტუხიაშვილთან პირდაპირ ეთერშიც მოხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გავაცნობიერეთ, რომ ახლა პანიკის დრო არ იყო, თავი ხელში ავიყვანეთ და პირდაპირ ეთერში შევედით.

ჩვენ გარდა იქ ბევრი ადამიანი დაშავდა და იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაყურებლისთვის მოგვეყოლა, რა ხდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. შენი პროფესიული მოვალეობების გააზრება გაკეთებინებს იმას, რომ ვეღარ გრძნობ დაღლასა და შიშს და საქმის სწორად კეთებაზე ხარ ორიენტირებული.

რეპორტიორისთვის ემოციურად რამდენად რთულია ამხელა პასუხისმგებლობის აღება?

ცხადია, ეს პასუხისმგებლობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, თანაც როდესაც ხარ ისეთი მედიის ნაწილი, როგორიც „პალიტრანიუსია“. მაყურებელი ჩვენგან მუდმივად ობიექტურ, დაბალანსებულ ინფორმაციას ელოდება და ეს მთელს გუნდს კარგად გვესმის. მიმაჩნია, რომ ჩვენს პროფესიაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელსაც არ უნდა გასცდე და ალბათ, ამიტომაც ავირჩიე „პალიტრანიუსი“. სწორედ ბალანსია ჩვენი მთავარი ნიშა, შენ უყვები მაყურებელს იმას, რაც ხდება. საქმის კეთების დროს ყოველთვის ფონად მომყვება ის, თუ რომელ მედიას წარმოვადგენ და პირადი პასუხისმგებლობის გარდა, „პალიტრანიუსისა“ და მისი მაყურებლის წინაშეც ანგარიშვალდებულად ვგრძნობ თავს.

ყველაზე რთული გადაღება, რომელიც გქონიათ.

ერთის გამოყოფა გამიჭირდება, რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. ყველაზე მძიმე ჩემთვის შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქება იყო. 3 დღე ხევსურეთში გავატარე, 17 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს ვაშუქებდი და ემოციურად ძალიან მიჭირდა.

ასევე, რთული იყო 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ჩემს კოლეგებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენს ოპერატორს, რომან ტარუღიშვილსა და ფოტორეპორტიორს გიორგი ნიკოლიშვილს სცემეს. იქ ბევრი ჩემი კოლეგა დაშავდა და მძიმეა ჩემთვის იმ მოვლენების გახსენება, თუ როგორ გვესხმიან თავს და როგორ ველოდებით სასწრაფოს მანქანას, რომელიც ჩემს კოლეგებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს.

არ შემიძლია, არ გამოვყო გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებიც.

წამყვანის ამპლუაში კი ორი რთული ეთერი მქონდა: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა და უკრაინაში ომის დაწყება, როდესაც მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვაწვდიდი მაყურებელს და მიწევდა ემოციების შეკავება.

როდესაც შევიტყვე, რომ ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ოჯახებიდან რამდენიმე წევრს ეძებდნენ, ძალიან დავითრგუნე. ეს იყო ჩემი პირველი სპეცეთერი. მეგონა, ყველა ემოცია მეტყობოდა, თუმცა გამოშვების დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ პირიქით, გაწონასწორებული და თავშეკავებული ვიყავი. თუმცაღა იყო ერთი მონაკვეთი, როდესაც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი და მისი მონათხრობი იმდენად ემოციური იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.

ამ პირველმა რთულმა გამოცდილებებმა გამზარდა, როგორც ჟურნალისტი, თუმცა იმედი მაქვს, ასეთი მოვლენების გაშუქება აღარ მომიწევს. საბოლოო ჯამში, ჟურნალისტის საქმიანობა ასეთია, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აშუქებდე, უნდა გაუმკლავდე ყველა ხელისშემშლელ ფაქტორს და საქმეზე იფიქრო. მე და ჩემს კოლეგას სალომე ჯაფარიძეს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 18 საათი გადაბმულად მოგვიწია მუშაობა, თუმცა ერთმანეთთან კოორდინაცია და მოვლენების მყისიერად გაშუქება არ შეგვიწყვეტია. შენ თუ ჟურნალისტის პროფესიას ირჩევ და ეს საქმე გიყვარს, შეუძლებელიც უნდა შეძლო.

საინტერესოა, როგორი გამოცდილებაა როგორც წამყვანობა, ისე რეპორტიორობა? ახალი ამბების ჟურნალისტებისგან მსმენია, რომ სტუდიიდან საუბარს ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა ურჩევნიათ, ასე უფრო „კომფორტულად“ გრძნობენ თავს...

ორივე ამპლუაში ყოფნა საკმაოდ საპასუხისმგებლოა. მესამე წელია საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვარ, აქედან დაახლოებით ერთი წელი მხოლოდ ამ პოზიციაზე მიწევდა მუშაობა რა დროსაც საკუთარ თავს ბოლომდე რეალიზებულად არ ვთვლიდი. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვების წამყვანობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ვფიქრობ, ძალიან ადრე ავისრულე, მალევე მივხვდი, რომ მენატრებოდა მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ის ადრენალინი, რასაც ამ დროს გრძნობ. ამიტომ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, წამყვანობის პარალელურად რეპორტიორადაც დავუბრუნდი.

მარიამ, თქვენ ახსენეთ, რომ ამ პროფესიაში კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი. საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ცხოვრების დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან სიურპრიზებით არის სავსე და არ იცი, როდის რა მოხდება. თუმცა რა თქმა უნდა მაქვს მიზნები, მსურს ჩემს კარიერაში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. გაცნობიერებული მაქვს რომ ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო.