კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარასინი "ეშმაკის ნაკარნახევს" უწოდებს კობახიძის განცხადებას "აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრებაზე" - მისი თქმით, ახლა პრემიერისთვის მთავარია მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი
კარასინი "ეშმაკის ნაკარნახევს" უწოდებს კობახიძის განცხადებას "აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრებაზე" - მისი თქმით, ახლა პრემიერისთვის მთავარია მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი

რუ­სე­თის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის 26 მა­ი­სის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. კო­ბა­ხი­ძის თქმით, 2030 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი უნდა გახ­დეს თა­ვის აფხაზ და ოს ძმებ­თან ერ­თად. რუს­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვებს "ეშ­მა­კის ნა­კარ­ნა­ხე­ვი“ უწო­და.

კა­რა­სინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის­თვის ახლა მთა­ვა­რია "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“ მი­ი­ღოს, და­ნარ­ჩე­ნი კი მხო­ლოდ მსჯე­ლო­ბის თე­მაა.

"მსჯე­ლო­ბას იმა­ზე, რო­გორ იცხოვ­რებს სა­ქარ­თვე­ლო 2030 წელს, ვე­რა­ვინ აუკ­რძა­ლავთ. მათ სურთ ცხოვ­რე­ბა ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან, თუ იქ­ნებ, რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ერ­თად - ეს არის მხო­ლოდ მსჯე­ლო­ბა. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის მთა­ვა­რია მი­აღ­წი­ოს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უცხო­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ინა­ხა­ვენ და და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბით, კა­ნო­ნით იყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი. ჩვენ აქე­დან უნდა გა­მოვ­დი­ო­დეთ. და­ნარ­ჩე­ნი ეს ყვე­ლა­ფე­რი "ეშ­მა­კის ნა­კარ­ნა­ხე­ბია", - აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა.

"ამ საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მოვ­ყოფ იმ ფაქტს, რომ ის ბრძო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც აშ­კა­რად, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, და­სავ­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის და, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ევ­რო­კავ­ში­რის და სხვა­თა პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, რათა და­ა­მარ­ცხონ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "აღ­თქმუ­ლი მიწა“ ანუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო აფხაზ და ოს ძმებ­თან და დებ­თან ერ­თად. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

კარასინი "ეშმაკის ნაკარნახევს" უწოდებს კობახიძის განცხადებას "აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრებაზე" - მისი თქმით, ახლა პრემიერისთვის მთავარია მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი

კარასინი "ეშმაკის ნაკარნახევს" უწოდებს კობახიძის განცხადებას "აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრებაზე" - მისი თქმით, ახლა პრემიერისთვის მთავარია მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 26 მაისის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს თავის აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. რუსმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძის სიტყვებს "ეშმაკის ნაკარნახევი“ უწოდა.

კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია "აგენტების კანონი“ მიიღოს, დანარჩენი კი მხოლოდ მსჯელობის თემაა.

"მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს, ვერავინ აუკრძალავთ. მათ სურთ ცხოვრება ერთ სახელმწიფოში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, თუ იქნებ, რომელიმე სხვა სახელმწიფოებთან ერთად - ეს არის მხოლოდ მსჯელობა. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავარია მიაღწიოს, რომ ადამიანები, რომლებსაც უცხოური სახელმწიფოები ინახავენ და დაკავებული არიან პოლიტიკური და საინფორმაციო საქმიანობით, კანონით იყვნენ აღნიშნული. ჩვენ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. დანარჩენი ეს ყველაფერი "ეშმაკის ნაკარნახებია", - აღნიშნა კარასინმა.

"ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ ის ბრძოლაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აშკარად, გასაგები მიზეზების გამო, დასავლური უმცირესობის და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის და სხვათა პოზიციას იკავებს, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "აღთქმული მიწა“ ანუ "ქართული ოცნება“ არის ერთიანი, ძლიერი საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. წყარო

იხილეთ ასევე: