მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მავნებელი ადამიანი“, "ქვეყნის მტერი“ - სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
"მავნებელი ადამიანი“, "ქვეყნის მტერი“ - სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე, სა­დაც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხმა­უ­რი იყო.

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტატ­მა, მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძეს მი­მარ­თა კი­თხვით: "ამ კა­ნო­ნით და იმ ქმე­დე­ბე­ბით, რა­საც "ოც­ნე­ბა“ ახორ­ცი­ე­ლებს, ექ­მნე­ბა თუ არა საფრ­თხე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას“, რა­საც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, დარ­ბაზ­ში მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ის­მო­და რეპ­ლი­კე­ბი: "მავ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი“, "ქვეყ­ნის მტე­რია“, "ამას რა უნდა ელა­პა­რა­კოთ, დე­გე­ნე­რა­ტი ეს“.

"ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ იქ­მნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ დღე­ი­სათ­ვის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან ამ არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი გა­რან­ტო­რე­ბი, თქვე­ნი აზ­რით, ამ კა­ნო­ნით და იმ ქმე­დე­ბე­ბით, რა­საც "ოც­ნე­ბა“ ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბით და ტე­რო­რით, ექ­მნე­ბა თუ არა საფრ­თხე არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქვე­ყა­ნა მო­ექ­ცე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში რო­გორ ფიქ­რობთ, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის კუ­თხით, რა რის­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­უდ­გეს ჩვენს ქვე­ყა­ნას?, - მი­მარ­თა და­უშ­ვილ­მა მსხი­ლა­ძეს.

ამის შემ­დეგ და­უშ­ვილს ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა ასე მი­მარ­თა:

"წარ­მოდ­გე­ნა გაქვთ, რას ლა­პა­რა­კობთ? ვინ­მეს აღი­ა­რე­ბა­ზეა მხო­ლოდ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი? ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მიწა-წყა­ლი? ცოტა და­ფიქ­რდით, რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებთ, ხალ­ხო. უსაფრ­თხო­ე­ბას და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ეს აბ­სურ­დი, რა­საც ახლა თქვენ აკე­თებთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კი­თხვის დას­მა, წარ­მოდ­გე­ნა გაქვთ ამ­ხე­ლა კაცს? თუ გნე­ბავთ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ ამ შე­კი­თხვის გამო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე. ასე­თი რამ მე­ო­რედ არ გა­ა­კე­თოთ. გე­ყოთ გამ­ბე­და­ო­ბა, მო­ი­ხა­დეთ ბო­დი­ში. ხალ­ხს უთხა­რით, რომ ის აბ­სურ­დი, რაც ახლა იკად­რეთ, შე­გე­შა­ლათ. კა­ტას­ტრო­ფაა ხალ­ხო, რაზე მი­დი­ხართ გეს­მით?“ - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა და­უშ­ვილს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მავნებელი ადამიანი“, "ქვეყნის მტერი“ - სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

"მავნებელი ადამიანი“, "ქვეყნის მტერი“ - სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო.

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: "ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც "ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა.

პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: "მავნებელი ადამიანი“, "ქვეყნის მტერია“, "ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“.

"ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც "ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალიტარული ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?, - მიმართა დაუშვილმა მსხილაძეს.

ამის შემდეგ დაუშვილს ანრი ოხანაშვილმა ასე მიმართა:

"წარმოდგენა გაქვთ, რას ლაპარაკობთ? ვინმეს აღიარებაზეა მხოლოდ დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიები? ისტორიული ტერიტორიები და მიწა-წყალი? ცოტა დაფიქრდით, რა განცხადებებს აკეთებთ, ხალხო. უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. როგორ შეიძლება ასეთი კითხვის დასმა, წარმოდგენა გაქვთ ამხელა კაცს? თუ გნებავთ ბოდიში მოიხადეთ ამ შეკითხვის გამო მოქალაქეების წინაშე. ასეთი რამ მეორედ არ გააკეთოთ. გეყოთ გამბედაობა, მოიხადეთ ბოდიში. ხალხს უთხარით, რომ ის აბსურდი, რაც ახლა იკადრეთ, შეგეშალათ. კატასტროფაა ხალხო, რაზე მიდიხართ გესმით?“ - მიმართა ოხანაშვილმა დაუშვილს.

იხილეთ ასევე: