პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადრიდის "რეალი" ლეგენდას ემშვიდობება - "ჩემი შვილების ცრემლებმა გამანადგურა..." (ფოტო/ვიდეო)
მადრიდის "რეალი" ლეგენდას ემშვიდობება - "ჩემი შვილების ცრემლებმა გამანადგურა..." (ფოტო/ვიდეო)

ეს­პა­ნუ­რი ლა ლი­გის ბოლო, 38-ე ტურ­ში "რე­ალ­მა" "ბე­ტისს" უმას­პინ­ძლა, მატ­ჩი ფრედ 0:0 დას­რულ­და.

"სან­ტი­ა­გო ბერ­ნა­ბე­უ­ზე" უკა­ნას­კნე­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა ლე­გენ­და­რულ­მა ტონი კრო­ოს­მა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ კვი­რას გერ­მა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ ბუ­ცებს ლურ­სმან­ზე ჩა­მო­კი­დებ­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "რე­ალ­ში" კრო­ო­სის მე­წყვი­ლე ლუკა მოდ­რი­ჩი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გერ­მა­ნელს მი­მარ­თა.

"ამის და­წე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ახლა სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო სევ­დი­ა­ნია, რად­გან უნი­კა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­დის. ვერ დავ­მა­ლავ, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. შენ ამ სპორ­ტი­სა და მად­რი­დის "რე­ა­ლის" ლე­გენ­და ხარ. ამ კლუ­ბის მა­ი­სუ­რით შენ­თან ერ­თად თა­მა­ში უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო. შენ გაქვს ის თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლურს გხდის, სხვა ტონი კრო­ო­სი აღა­რას­დროს და­ი­ბა­დე­ბა.

არა­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ტი­ტუ­ლი და მა­გია "ბერ­ნა­ბე­უ­ზე". ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წიე, თუმ­ცა არის კი­დევ რა­ღაც, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ. მოდი, მო­ვი­გოთ მე-15 ჩემ­პი­ონ­თა ლიგა. მო­მე­ნატ­რე­ბი, მე­გო­ბა­რო", - და­წე­რა მოდ­რიჩ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დამ­შვი­დო­ბე­ბა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა, "ბერ­ნა­ბე­უ­ზე" მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კრო­ო­სის სა­ხელს სკან­დი­რებ­დნენ. ცრემ­ლე­ბი ვერც თა­ვად გერ­მა­ნე­ლის შვი­ლებ­მა შე­ი­კა­ვეს.

"მად­რი­დის­ტე­ბო, ერ­თა­დერ­თი რამ, რაც მინ­და გა­ვა­კე­თო, არის ის, რომ მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. ეს 10 წელი მარ­თლაც და­უ­ვი­წყა­რი იყო. თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვგრძნობ­დი მა­ნამ, ვიდ­რე ჩემი შვი­ლე­ბი არ და­ვი­ნა­ხე, მათ­მა ცრემ­ლებ­მა გა­მა­ნად­გუ­რა", - გა­ნა­ცხა­და კრო­ოს­მა.

ტონი მად­რი­დის "რე­ალს" 2014 წელს, მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნი­დან" 25 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სა­ნაც­ვლოდ შე­უ­ერ­თდა, გერ­მა­ნელ­მა "თეთ­რე­ბის" მა­ი­სუ­რით 464 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, 28 გოლი გა­ი­ტა­ნა და 98 სა­გო­ლე პასი მი­ით­ვა­ლა. კრო­ოსს­მა "რე­ალ­თან" ერ­თად 22 ტი­ტუ­ლის მო­გე­ბა მო­ა­ხერ­ხა, სულ მალე კი ამ რი­ცხვის გაზ­რდას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში "დორ­ტმუნდთან" მო­გე­ბით შე­ეც­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, "რე­ა­ლი­სა" და "დორ­ტმუნ­დის" და­პი­რის­პი­რე­ბა 1-ელ ივ­ნისს, თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მადრიდის "რეალი" ლეგენდას ემშვიდობება - "ჩემი შვილების ცრემლებმა გამანადგურა..." (ფოტო/ვიდეო)

მადრიდის "რეალი" ლეგენდას ემშვიდობება - "ჩემი შვილების ცრემლებმა გამანადგურა..." (ფოტო/ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში "რეალმა" "ბეტისს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა ტონი კროოსმა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გერმანელმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებდა. ამ გადაწყვეტილებას "რეალში" კროოსის მეწყვილე ლუკა მოდრიჩი გამოეხმაურა და გერმანელს მიმართა.

"ამის დაწერა ძალიან რთულია. ახლა საფეხბურთო სამყარო სევდიანია, რადგან უნიკალური ფეხბურთელი მიდის. ვერ დავმალავ, ძალიან ვწუხვარ. შენ ამ სპორტისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდა ხარ. ამ კლუბის მაისურით შენთან ერთად თამაში უდიდესი პატივი იყო. შენ გაქვს ის თვისებები, რომლებიც უნიკალურს გხდის, სხვა ტონი კროოსი აღარასდროს დაიბადება.

არაერთი ევროპული ტიტული და მაგია "ბერნაბეუზე". ყველაფერს მიაღწიე, თუმცა არის კიდევ რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. მოდი, მოვიგოთ მე-15 ჩემპიონთა ლიგა. მომენატრები, მეგობარო", - დაწერა მოდრიჩმა სოციალურ ქსელში.

დამშვიდობება ძალიან ემოციური გამოდგა, "ბერნაბეუზე" მყოფი გულშემატკივრები კროოსის სახელს სკანდირებდნენ. ცრემლები ვერც თავად გერმანელის შვილებმა შეიკავეს.

"მადრიდისტებო, ერთადერთი რამ, რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ მადლობა გადაგიხადოთ. 10 წლის განმავლობაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ეს 10 წელი მართლაც დაუვიწყარი იყო. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი მანამ, ვიდრე ჩემი შვილები არ დავინახე, მათმა ცრემლებმა გამანადგურა", - განაცხადა კროოსმა.

ტონი მადრიდის "რეალს" 2014 წელს, მიუნხენის "ბაიერნიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, გერმანელმა "თეთრების" მაისურით 464 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 98 საგოლე პასი მიითვალა. კროოსსმა "რეალთან" ერთად 22 ტიტულის მოგება მოახერხა, სულ მალე კი ამ რიცხვის გაზრდას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდთან" მოგებით შეეცდება.

შეგახსენებთ, "რეალისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება 1-ელ ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.