სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის და მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექტს გან­ხილ­ვა პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი, რომ­ლე­ბიც სკან­დი­რე­ბენ: “არა რუ­სულ კა­ნონს”. ასე­ვე, მათ მი­ტა­ნი­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი.

პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა შე­სას­ვლელ­თან უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს და მის მიერ წარ­დგე­ნილ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს.

პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს უკან იგი­ვე სა­ხით და­უბ­რუ­ნა და მხო­ლოდ ერთი პუნ­ქტი და­ა­მა­ტა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს და მე­ო­რე დღეს­ვე ძა­ლას კარ­გავს.

მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტავს, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ზედ­მი­წევ­ნით იმე­ო­რებს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბას და იგი­ვეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწ­ვე­უ­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი, რომლებიც სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”. ასევე, მათ მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

პარლამენტში ყველა შესასვლელთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.