საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
"ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თქმი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბაა.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად უად­გი­ლოდ მიგ­ვაჩ­ნია ნე­ბის­მი­ე­რი სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ერ­თე­ბა­ზე. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ქარ­თულ ფა­შიზ­მთან ხან­გრძლი­ვი სის­ხლი­ა­ნი ბრძო­ლა­ში და გა­და­ი­ხა­და უზარ­მა­ზა­რი ფასი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“, - აცხა­დე­ბენ ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი გა­და­ხედ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ე.წ. "ქვე­ყა­ნა“ ირ­ჩევს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის აშე­ნე­ბის და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზას. ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მტკი­ცე­ბით, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა "რე­ა­ლურ საფრ­თხედ იქ­ცეს რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის“.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "აღ­თქმუ­ლი მიწა“, ანუ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 40 წლის თავ­ზე - 2030 წელს ვი­ცხოვ­როთ ერ­თი­ან და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებ­თან და დებ­თან ერ­თად, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს 2030 წელს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს ხელისუფლების მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა.

"აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება და ე.წ. "ქვეყანა“ ირჩევს სუვერენული სახელმწიფოებრიობის აშენების და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციული კავშირების გაძლიერების გზას. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ასეთი განცხადებები შეიძლება "რეალურ საფრთხედ იქცეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".