პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონი საზოგადოებაში წლის ბოლომდე არ გამოჩნდება - რატომ მიიღო პრინცესამ "გაუჩინარების" გადაწყვეტილება: რა ხდება სამეფო ოჯახში
ქეით მიდლტონი საზოგადოებაში წლის ბოლომდე არ გამოჩნდება - რატომ მიიღო პრინცესამ "გაუჩინარების" გადაწყვეტილება: რა ხდება სამეფო ოჯახში

უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქეით მიდლტო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წლის ბო­ლომ­დე აღარ გა­მოჩ­ნდე­ბა, რათა ყვე­ლა­ნა­ირ სტრესს თავი აა­რი­დოს და სიმ­სივ­ნე­ზე მკურ­ნა­ლო­ბა გა­ნაგ­რძოს.

წყა­რო, რო­მე­ლიც პრინც უი­ლი­ამ­სა და მის მე­უღ­ლეს ემე­გობ­რე­ბა Daily Beast Friday-ს ესა­უბ­რა: "რო­გორც ვიცი, ქე­ითს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი აქვს და­გეგ­მი­ლი. შე­საძ­ლოა, წლის ბო­ლომ­დე ის პუბ­ლი­კის წი­ნა­შე აღარც კი გა­მოჩ­ნდეს",- ას­კვნის სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

პრინ­ცი უი­ლი­ა­მის და ქე­ი­თის მე­გო­ბა­რი გა­მო­ცე­მას უცხა­დებს, რომ მიდლტო­ნი პრი­ო­რი­ტეტს ამ­ჯე­რად თა­ვის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას ანი­ჭებს: "ახლა მის­თვის მთა­ვა­რია თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სტრე­სი და შფოთ­ვა და უბ­რა­ლოდ, მკურ­ნა­ლო­ბას მიჰ­ყვეს".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიდლტო­ნი ახლა დროს შვი­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად ნორ­ფოლკ­ში ატა­რებს.

მო­მა­ვალ­მა დე­დო­ფალ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკა­ნას­კნე­ლად ვი­დე­ო­თი 22 მარტს მი­მარ­თა, რო­მელ­შიც ის გა­მო­ტყდა, რომ სიმ­სივ­ნე აქვს და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას გა­დის. მიდლტონს სიმ­სივ­ნის სა­ხე­ო­ბა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ჯერ კი­დევ სა­წყის სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ქეით მიდლტონი საზოგადოებაში წლის ბოლომდე არ გამოჩნდება - რატომ მიიღო პრინცესამ "გაუჩინარების" გადაწყვეტილება: რა ხდება სამეფო ოჯახში

ქეით მიდლტონი საზოგადოებაში წლის ბოლომდე არ გამოჩნდება - რატომ მიიღო პრინცესამ "გაუჩინარების" გადაწყვეტილება: რა ხდება სამეფო ოჯახში

უახლესი ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საზოგადოებაში წლის ბოლომდე აღარ გამოჩნდება, რათა ყველანაირ სტრესს თავი აარიდოს და სიმსივნეზე მკურნალობა განაგრძოს.

წყარო, რომელიც პრინც უილიამსა და მის მეუღლეს ემეგობრება Daily Beast Friday-ს ესაუბრა: "როგორც ვიცი, ქეითს მთელი წლის განმავლობაში არაფერი აქვს დაგეგმილი. შესაძლოა, წლის ბოლომდე ის პუბლიკის წინაშე აღარც კი გამოჩნდეს",- ასკვნის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი.

პრინცი უილიამის და ქეითის მეგობარი გამოცემას უცხადებს, რომ მიდლტონი პრიორიტეტს ამჯერად თავის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანიჭებს: "ახლა მისთვის მთავარია თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის სტრესი და შფოთვა და უბრალოდ, მკურნალობას მიჰყვეს".

გავრცელებული ინფორმაციით, მიდლტონი ახლა დროს შვილებსა და ნათესავებთან ერთად ნორფოლკში ატარებს.

მომავალმა დედოფალმა საზოგადოებას უკანასკნელად ვიდეოთი 22 მარტს მიმართა, რომელშიც ის გამოტყდა, რომ სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპიას გადის. მიდლტონს სიმსივნის სახეობა არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე აღმოაჩინეს და მკურნალობა შესაძლებელი იყო.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა