დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის გამო 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი
დუბლინის აეროპორტის ოპერატორის თქმით, ტურბულენტობა თურქეთის თავზე საჰაერო ფრენისას დაიწყო. დაშვებისას, ლოკალური დროით 13:00 საათზე, Qatar Airways-ის რეის QR017-ს სასწრაფო დახმარება, სახანძრო სამსახური და აეროპორტის პოლიცია დახვდა.
როგორც ირკვევა, ტურბულენტობისას ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაშავდა, რომელთაგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. "დუბლინის აეროპორტის გუნდი მგზავრებისა და ავიაკომპანიის პერსონალისთვის ადგილზე სრული დახმარების გაწევას განაგრძობს",- თქვა დუბლინის აეროპორტის წარმომადგენელმა.
"ყატარის ავიახაზების" თქმით, შემთხვევის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა