ავტორი:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" მართავენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" მართავენ

"მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" - ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, გაფიცული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ - "საქართველო, საქართველო, არა რუსულ კანონს!". საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.