საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი... მეხანძრე-მაშველები მობილიზებულები არიან" - შსს
"უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი... მეხანძრე-მაშველები მობილიზებულები არიან" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­თა და მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და უწყვეტ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ შე­სა­ბა­მის სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნიც.

"უხვი ნა­ლე­ქის გამო მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­იტ­ბო­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი. მათ შო­რის, მდი­ნა­რის ადი­დე­ბის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა წი­თე­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი კვე­ბის ობი­ექ­ტი, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ყვე­ლა მათ­გა­ნი უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი.

გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის მიერ, ასე­ვე, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, უსაფრ­თხო ად­გილ­ზე იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში, მდი­ნა­რე ქცია-ში არ­სე­ბულ კუნ­ძულ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ვერ ახერ­ხებ­და ნა­პირ­ზე გას­ვლას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი... მეხანძრე-მაშველები მობილიზებულები არიან" - შსს

"უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი... მეხანძრე-მაშველები მობილიზებულები არიან" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

"უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქცია-ში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.