სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ მოგვცა შესაძლებლობა, პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა" - პრემიერი
"ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ მოგვცა შესაძლებლობა, პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად,  ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა" - პრემიერი

"სა­ქარ­თვე­ლო და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა დღე­საც ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. თუმ­ცა, დღეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად უფრო გა­მოც­დი­ლია, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ველ წლებ­ში იყო", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • პრე­მი­ე­რის თქმით, დღეს ქვე­ყა­ნას მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგას და მის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს იცავს.

"გა­სუ­ლი 34 წლის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლომ მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რა. გა­მო­ვი­ა­რეთ სამი ომი 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში. 2004-2012 წლებ­ში გა­მო­ვი­ა­რეთ ფაქ­ტობ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვა, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, აგენ­ტუ­რის მმარ­თვე­ლო­ბა და მე­ო­თხე ომი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­უც­დე­ლო­ბა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ღა­ლა­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნას ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტის დრო­ე­ბით და­კარ­გვად და­უჯ­და. 2012 წლი­დან დღემ­დე, გა­მო­ვი­ა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შერ­ყე­ვის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა დღე­საც ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. თუმ­ცა, დღეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად უფრო გა­მოც­დი­ლია, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ველ წლებ­ში იყო, ხოლო ქვე­ყა­ნას მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგას და მის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს იცავს.

სწო­რედ, ხალ­ხი­სა და მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბამ და გო­ნივ­რულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა მოგ­ვცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის და მრა­ვალ­მხრი­ვი ღა­ლა­ტის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ღა­ლა­ტის მი­უ­ხე­და­ვად, გა­სუ­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ მოგვცა შესაძლებლობა, პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა" - პრემიერი

"ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ მოგვცა შესაძლებლობა, პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად,  ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა" - პრემიერი

"საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.

"გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.

სწორედ, ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა", - განაცხადა პრემიერმა.