პარტნიორები:
    ავტორი:

    "წინ, საქართველო!" - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    "წინ, საქართველო!" - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

    "ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!", - წერია ინფორმაციაში.