სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს 26 მაისია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს 26 მაისია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

"რაც გვე­ა­მა­ყე­ბა და გვა­ერ­თი­ა­ნებს" - 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 10:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ახალ­წვე­უ­ლე­ბი ფიცს და­დე­ბენ. ფი­ცის და­დე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­ე­წყო­ბა ღვი­ნის სივ­რცე, სა­დაც მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა. სტუმ­რებს ასე­ვე დახ­ვდე­ბათ სპორ­ტუ­ლი, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და სა­ბავ­შვო კუ­თხე­ე­ბი.

17:10 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დრო სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმნს შე­ას­რუ­ლებს 300 ბავ­შვი, რო­მელ­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

26 მა­ი­სის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გალა კონ­ცერ­ტი და­ას­რუ­ლებს, რომ­ლის მთა­ვა­რი თე­მაა - ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ზე. გალა კონ­ცერ­ტის წლე­ვან­დე­ლი პროგ­რა­მა სრუ­ლად ფოლკ­ლორს ეთ­მო­ბა და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის 1000-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 18 ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

დღეს 26 მაისია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს 26 მაისია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

"რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.