ავტორი:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს - რას წერს მირზა გელაშვილი?

ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს - რას წერს მირზა გელაშვილი?

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა.

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს.

შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- წერს მირზა გელაშვილი სოციალურ პლატფორმაზე.