ავტორი:

"100-მა კაცმა მომწერა, რა ხდება თქვენთან თეატრშიო... ეს "აქცია" იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მოფიქრებული, მე არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს" - რას წერს მსახიობი თემურ გვალია?

"100-მა კაცმა მომწერა, რა ხდება თქვენთან თეატრშიო... ეს "აქცია" იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მოფიქრებული, მე არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს" - რას წერს მსახიობი თემურ გვალია?

თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, თემურ გვალია ამბობს, რომ გუშინდელი პროტესტი, სპექტაკლის შემდეგ, რამდენიმე მსახიობის მიერ იყო მოფიქრებული და ის თავად არ იზიარებს ამ მსახიობების პოზიციას.

"ახლა მომისმინეთ! გუშინ "მარჯანიშვილის თეატრში" გაიმართა "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში" დადგმული სპექტაკლი "მეფე ლირი". სპექტაკლი როცა დამთავრდა, ეგრეთ წოდებული "პაკლონის" შემდეგ გაიშალა პლაკატები "არა რუსულ კანონს" და კიდევ სხვა... ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა! ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ სხვადასხვა საინფორმაციოები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ინიციატივის ავტორად მთლიანად "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს" მოიხსენიებენ, რაც არის ტყუილი და სრული დეზინფორმაცია!!!!!

გუშინდელი "პერფორმანსი" მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა "თუმანიშვილის" თეატრის მიერ.. ხოდა ძალიან გთხოვთ ყველას! როცა ამ თემას ეხებით სოც-ქსელში, ისაუბრეთ მათზე, ვინც უშუალოდ დაგეგმა ეს აქცია და ვინც იღებდა მასში მონაწილეობას და არა მთლიანად დასზე!

ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს, როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან, არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები! 100-მა კაცმა მომწერა.. მეკითხებიან, რა ხდება თქვენთან თეატრშიო და დავიღალე პასუხების გაცემით! რა ხდება და ის ხდება, რაც მთლიანად ქვეყანაში!

ასე, რომ გთხოვთ "თუმანიშვილის თეატრის" ლანძღვას თავი დაანებოთ! თეატრი აქ არაფერ შუაშია! ჩემი დამოკიდებულება კი იცით მეგობრების უმრავლესობამ, ამ საკითხთან დაკავშირებით.. არც იმიტომ ვდებ ამ პოსტს, რომ თავს ვიმართლებ... უბრალოდ ეს "აქცია" იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ მოფიქრებული და განხორციელებული და მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. სულ ეს იყო.." - წერს გვალია.

  • ცნობისთვის, გუშინ თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გააპროტესტეს. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ისინი ბანერებით გამოჩნდნენ, წარწერით" "არა რუსულ რეჟიმს", "არა რეპრესიებს".

მსახიობებს შორის, რომლებიც სცენაზე იდგნენ, მამა-შვილი ყიფშიძეებიც იყვნენ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ზურას და გიორგის ეს პროტესტი ნატალია ყიფშიძის დამსახურებაა. თავად ნატალია ამბობს, რომ პროტესტი დასის ინიციატივა იყო და იქ მისი ოჯახის დანახვა ძალიან გაუხარდა.

წაიკითხეთ ასევე: