მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ავტო ინდუსტრიაში - აშშ-ის კონგრესში ამბობენ, რომ BMW და Jaguar-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ
სკანდალი ავტო ინდუსტრიაში - აშშ-ის კონგრესში ამბობენ, რომ BMW და Jaguar-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ

აშშ-ის კონ­გრე­სის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, BMW-მ აშშ-ში სან­ქცი­რე­ბუ­ლი ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი 8,000 Mini Cooper-ი შე­იყ­ვა­ნა. სე­ნა­ტის ფი­ნან­სუ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, რონ ვა­ი­დე­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბა 2021 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით აიკ­რძა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ წარ­მო­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იძუ­ლე­ბით შრო­მას­თან სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რე­ბის გა­მოა აკ­რძა­ლუ­ლი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა BMW Group-მაც და აღ­ნიშ­ნა, რომ მას აქვს "მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კა და­საქ­მე­ბის პრაქ­ტი­კას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან და სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც უნდა და­იც­ვას ყვე­ლა პირ­და­პირ­მა მომ­წო­დე­ბელ­მა", კომ­პა­ნი­ის თქმით, იმ­პორ­ტი­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი უკვე მი­ი­ღეს.

  • სე­ნა­ტის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, კა­ლი­ფორ­ნი­ულ­მა კომ­პა­ნია Bourns Inc-მა ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი სწო­რედ ჩი­ნუ­რი სან­ქცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია JWD-სგან შე­ი­ძი­ნა და აშშ-ში იმ­პორ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, Bourns Inc-მა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი კომ­პა­ნია Lear Corp-ს გა­დას­ცა, რო­მე­ლიც BMW-სა და Jaguar Land Rover-ის მიმ­წო­დე­ბე­ლია.

ია­გუ­არ ლენდ რო­ვე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის სა­კი­თხებს სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა და აქვს მო­ნო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მა“.

კონ­გრეს­მა 2021 წელს მი­ი­ღო იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის პრე­ვენ­ცი­ის აქტი (UFLPA). კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ სინ­ძი­ა­ნის რე­გი­ო­ნი­დან იმ სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტის აღ­კვე­თას, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის პი­რო­ბებ­ში დამ­ზად­და.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სკანდალი ავტო ინდუსტრიაში - აშშ-ის კონგრესში ამბობენ, რომ BMW და Jaguar-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ

სკანდალი ავტო ინდუსტრიაში - აშშ-ის კონგრესში ამბობენ, რომ BMW და Jaguar-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ

აშშ-ის კონგრესის მოხსენების თანახმად, BMW-მ აშშ-ში სანქცირებული ჩინური კომპანიის მიერ მიწოდებული ელექტრონული კომპონენტებით წარმოებული 8,000 Mini Cooper-ი შეიყვანა. სენატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის, რონ ვაიდენის განმარტებით, აღნიშნულ ჩინურ კომპანიასთან საქმიანობის წარმოება 2021 წელს მიღებული კანონპროექტით აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ამ წარმოების ელექტრონული კომპონენტების გამოყენება იძულებით შრომასთან სავარაუდო კავშირების გამოა აკრძალული.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა BMW Group-მაც და აღნიშნა, რომ მას აქვს "მკაცრი სტანდარტები და პოლიტიკა დასაქმების პრაქტიკასთან, ადამიანის უფლებებთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა დაიცვას ყველა პირდაპირმა მომწოდებელმა", კომპანიის თქმით, იმპორტირების შესაჩერებლად შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.

  • სენატის ანგარიშის თანახმად, კალიფორნიულმა კომპანია Bourns Inc-მა ავტონაწილები სწორედ ჩინური სანქცირებული კომპანია JWD-სგან შეიძინა და აშშ-ში იმპორტი განახორციელა. მოგვიანებით, Bourns Inc-მა იმპორტირებული ავტონაწილები კომპანია Lear Corp-ს გადასცა, რომელიც BMW-სა და Jaguar Land Rover-ის მიმწოდებელია.

იაგუარ ლენდ როვერის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ "ადამიანის უფლებების და იძულებითი შრომის საკითხებს სერიოზულად ეკიდება და აქვს მონობის საწინააღმდეგო ღონისძიებების აქტიური მიმდინარე პროგრამა“.

კონგრესმა 2021 წელს მიიღო იძულებითი შრომის პრევენციის აქტი (UFLPA). კანონმდებლობა მიზნად ისახავს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ სინძიანის რეგიონიდან იმ საქონლის იმპორტის აღკვეთას, რომელიც, სავარაუდოდ, იძულებითი შრომის პირობებში დამზადდა.

წყარო