ავტორი:

ნინო წილოსანის "ჩელენჯი" "ტიკ-ტოკზე"  - დეპუტატი დიზაინერ ქებურიას ცნობილ მწვანე პიჯაკს ათამაშებს

ნინო წილოსანის "ჩელენჯი" "ტიკ-ტოკზე"  - დეპუტატი დიზაინერ ქებურიას ცნობილ მწვანე პიჯაკს ათამაშებს

დეპუტატი ნინო წილოსანი "ტიკტოკერი" დების ქეთა და თათო ქარჩავების ვიდეოს ეხმაურება და დიზაინერ გიორგი ქებურიას მწვანე პიჯაკს ათამაშებს.

დებმა ქარჩავებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ერთ-ერთი და ამბობს, რომ ნინო წილოსანის მწვანე პიჯაკი უნდა შეიძინოს, რათა აქციაზე ჩაიცვას და "რუსული კანონი“ გააპროტესტოს.

წილოსანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტელეფონში დეპუტატი, ჯერ "ტიკტოკერების მიერ გადაღებულ ვიდეოს უყურებს, შემდეგ კი ამბობს:

"როგორც აღმოჩნდა, თათოს, ჩემი პიჯაკი სჭირდება, რომ აქციაზე ჩაიცვას. ამიტომ გთავაზობთ "ჩელენჯს“ ვათამაშებ ამ ჩემს ცნობილ ფოტოზე ქებურიას პიჯაკს, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულს, ვინც ყველაზე კრეატიულ ვიდეოს ჩაწერს, სად ჩაიცვამდა ამ პიჯაკს.

მხოლოდ ორი მარტივი პირობაა, მნიშნავთ ამ ვიდეოზე და "ჰეით სფიჩს“ (სიძულვილის ენას - რედ.) არ ვართ".

@ninots1 თამაშდება ჩემი ქებურიას პიჯაკი, მოგებისთვის უყურეთ ვიდეოკასტს. გადაიღე ვიდეო “შენ სად ჩაიცვამდი” და მომნიშნე @ninots1 #ჩემიქებურიასპიჯაკი #გათამაშება #წილოსანი #tsilosani #წილოსანივიდეოკასტი #tsilosanivideocast #viral #fyp ♬ original sound - Nino_Ts

შეგახსენებთ, რომ ნინო წილოსანის მწვანე პიჯაკი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც დიზაინერმა გიორგი ქებურიამ სოციალ ქსელში დეპუტატის მწვანე პიჯაკში გადაღებული თავისი დიზაინით შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

"ჩემი პიჯაკი რომ მოგიცვამს, ქვეყნის მტერო! კი ულამაზესია, მაგრამ ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს, ნინო" - წერდა დიზაინერი.

წაიკითხეთ ასევე: