საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს ჯეიმს ო'ბრაინი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე?
რას აცხადებს ჯეიმს ო'ბრაინი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე?

არის თუ არა ამე­რი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იძუ­ლე­ბა? არა! - იმ წე­სე­ბით უნდა ითა­მა­შო, რო­მელ კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­საც ცდი­ლობ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ, ჯე­იმს ო'ბრა­ინ­მა "ამე­რი­კის ხმას" გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, "რა მი­ზა­ნი აქვს ამე­რი­კას, რო­დე­საც შე­ზღუდ­ვებს აწე­სებს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს? არის თუ არა ეს მარ­თლაც არა­მე­გობ­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი?“.

ჯე­იმს ო'ბრა­ი­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი თავ­სე­ბა­დი არაა "კლუბ­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბას­თან.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, არის თუ არა ამე­რი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იძუ­ლე­ბა. არა! მარ­ტი­ვია, თუ ამ­ბობ, რომ ფეხ­ბურ­თის მატჩში გინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა თქვა, რომ შენ 15 მო­თა­მა­შით იქ­ნე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მე­ო­რე მხა­რემ 7 მო­თა­მა­შით უნდა იას­პა­რე­ზოს, ან რომ და­მა­ტე­ბი­თი ბურ­თით ითა­მა­შებ. იმ წე­სე­ბით უნდა ითა­მა­შო, რო­მელ კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­საც ცდი­ლობ. საქ­მე იმა­შია, რომ [სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ] გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი თავ­სე­ბა­დი არაა, რო­გორც გა­წევ­რე­ბის მცდე­ლო­ბას­თან, ისე რე­ა­ლუ­რად გა­წევ­რე­ბას­თან", - აცხა­დებს ო'ბრა­ი­ა­ნი.

შე­კი­თხვა­ზე, მოხ­ვდე­ბა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ზღუდ­ვე­ბის მქო­ნე პირ­თა სი­ა­ში, ამე­რი­კელ დიპ­ლო­მატს არ უპა­სუ­ხია, თუმ­ცა, მან გა­ნა­ცხა­და, რომ სან­ქცი­რე­ბულ პირ­თა სა­ხელ­თა სია არ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს და­მა­ტე­ბით ქმე­დე­ბებს, [ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო] მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რაც გვაქვს. არ ვა­პი­რებ და­მა­ტე­ბით, კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე სა­უ­ბარს. თუმ­ცა, ერთ ტექ­ნი­კურ კო­მენ­ტარს გა­ვა­კე­თებ: გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­თა სიას არ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ. კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს", - გა­ნა­ცხა­და ჯე­იმს ო'ბრა­ინ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რას აცხადებს ჯეიმს ო'ბრაინი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე?

რას აცხადებს ჯეიმს ო'ბრაინი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე?

არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! - იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაინმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, "რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“.

ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა "კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან.

"რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრების მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრებასთან", - აცხადებს ო'ბრაიანი.

შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება.

"რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა ჯეიმს ო'ბრაინმა.