სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოღალატეებს დიდ ხანს ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ" - მორიგი აქცია-მსვლელობა თბილისში და სამართალდამცავები "ოცნების" ოფისთან (ფოტოები)
"მოღალატეებს დიდ ხანს ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ" - მორიგი აქცია-მსვლელობა თბილისში და სამართალდამცავები "ოცნების" ოფისთან (ფოტოები)

თბი­ლის­ში ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­რი­გი აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა იმარ­თე­ბა. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან და­იძ­რნენ და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გავ­ლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბამ­დე მი­დი­ან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გაშ­ლი­ლი აქვთ დიდი ბა­ნე­რი წარ­წე­რით, "ემ­სა­ხუ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს", ასე­ვე აქ­ცი­ა­ზე ბევ­რია სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დრო­შე­ბი. აქ­ცია-მსვლე­ლო­ბით ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ იმ პო­ლი­ტი­კას, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აქვს, მათ შო­რის, იგუ­ლის­ხმე­ბა "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­კა­ვე­ბა, და­ჯა­რი­მე­ბა და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა.

რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა არის უმ­თავ­რე­სი რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მე­ო­რე თვეა მო­ი­თხოვს. პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გან­ხილ­ვამ­დე პრო­ტეს­ტში ჩარ­თუ­ლე­ბი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ა­უქ­მოს რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნი.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­შის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შსს-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით მსვლე­ლო­ბას მარ­თა­ვენ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან შე­ჩერ­დნენ, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

"რომ იცო­დეთ, ამ მო­ღა­ლა­ტე­ებს დიდ ხანს ვერ და­ი­ცავთ. ბო­ლოს ყვე­ლა­ნი ჩვენ მხა­რეს უნდა გად­მოხ­ვი­დეთ. სირ­ცხვი­ლი!” - მი­მარ­თავ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თან, ხოლო ნა­წი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ შე­იკ­რი­ბა და მათ მსვლე­ლო­ბა ამ ლო­კა­ცი­ე­ბი­დან და­ი­წყეს.

დღე­ვან­დე­ლი მარ­შის იდე­აც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ და­ვა­ფიქ­სი­როთ სო­ლი­და­რო­ბა ჩვე­ნი პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ და შე­ვახ­სე­ნოთ და და­ვა­ნა­ხოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კუ­თა­რი თავი, - ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­კენ მი­მა­ვალ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარშს“ შე­უ­ერ­თდა.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­შის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ, ვინც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ზე და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბი სცე­მეს. მათ შო­რის და­კა­ვე­ბის შემ­დგომ პო­ლი­ცია ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მათ სას­ტი­კად. ადა­მი­ა­ნებს დახ­ვდნენ სა­დარ­ბა­ზო­ებ­თან და სცე­მეს. ათა­სო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უ­რე­კეს, და­ე­მუქრნენ. 200-მდე მო­ქა­ლა­ქეა და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი უსა­ფუძ­ვლოდ და და­უ­სა­ბუ­თებ­ლად. პო­ლი­ცი­ის მხრი­დან არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ არის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი, არც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და არც შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. დღე­ვან­დე­ლი მარ­შის იდე­აც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ და­ვა­ფიქ­სი­როთ სო­ლი­და­რო­ბა ჩვე­ნი პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ და შე­ვახ­სე­ნოთ და და­ვა­ნა­ხოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კუ­თა­რი თავი. მო­ვი­თხოვთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის დას­ჯას, ვინც და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რია.

  • გა­ნახ­ლე­ბა: 23:54

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­ში“ დას­რულ­და

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ორი აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სეს. ახალ­გაზ­რდე­ბი ხვალ, 25 მა­ისს, 09:00 სა­ათ­ზე, თსუ-ს მე-2 კორ­პუს­თან გეგ­მა­ვენ მის­ვლას, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ლექ­ცია უნდა წა­ი­კი­თხოს.

ამას­თან, მო­რი­გი აქ­ცია 26 მა­ისს, ვა­კის პარკთან გა­ი­მარ­თე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მოღალატეებს დიდ ხანს ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ" - მორიგი აქცია-მსვლელობა თბილისში და სამართალდამცავები "ოცნების" ოფისთან (ფოტოები)

"მოღალატეებს დიდ ხანს ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ" - მორიგი აქცია-მსვლელობა თბილისში და სამართალდამცავები "ოცნების" ოფისთან (ფოტოები)

თბილისში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია-მსვლელობა იმართება. მომიტინგეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მიდიან. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ დიდი ბანერი წარწერით, "ემსახურეთ საქართველოს", ასევე აქციაზე ბევრია საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. აქცია-მსვლელობით ისინი აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, მათ შორის, იგულისხმება "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დაკავება, დაჯარიმება და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების წარმოება.

რუსული კანონის გაწვევა არის უმთავრესი რასაც საქართველოს მოსახლეობა მეორე თვეა მოითხოვს. პრეზიდენტის ვეტოს განხილვამდე პროტესტში ჩართულები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გააუქმოს რეპრესიული კანონი.

"თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, "ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ, სადაც სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

"რომ იცოდეთ, ამ მოღალატეებს დიდ ხანს ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ. სირცხვილი!” - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს.

დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი, - ამის შესახებ განაცხადა "საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიმავალ "თავისუფლების მარშს“ შეუერთდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, "თავისუფლების მარშის“ მონაწილეები იმ სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე დანაშაულები ჩაიდინა.

"საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მშვიდობიანი მანიფესტანტები სცემეს. მათ შორის დაკავების შემდგომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მათ სასტიკად. ადამიანებს დახვდნენ სადარბაზოებთან და სცემეს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაურეკეს, დაემუქრნენ. 200-მდე მოქალაქეა დაჯარიმებული უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პასუხისმგებელი პირები და არც შემსრულებლები. დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი. მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა ნინო ლომჯარია.

  • განახლება: 23:54

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "თავისუფლების მარში“ დასრულდა

აქციის მონაწილეებმა ორი აქცია დააანონსეს. ახალგაზრდები ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან გეგმავენ მისვლას, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა წაიკითხოს.

ამასთან, მორიგი აქცია 26 მაისს, ვაკის პარკთან გაიმართება.