პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა - ქვეყანას თუ დაუწესებენ, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - თემურ ჭყონია
"სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა - ქვეყანას თუ დაუწესებენ, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - თემურ ჭყონია

"ქვე­ყა­ნას თუ და­უ­წე­სე­ბენ სან­ქცი­ებს, მა­შინ ყვე­ლა და­ვი­ღუ­პე­ბით“ - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ჭყო­ნია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ სან­ქცი­ებს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­სა­მარ­თით.

რო­გორც თე­მურ ჭყო­ნი­ამ "ბინ­ზესპრეს­ნი­უს­თან“ ისა­უბ­რა, ამ ეტაპ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ის ფლობს, ბიზ­ნესს რა­ი­მე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"სან­ქცი­ე­ბი ვი­საც და­უ­წეს­დე­ბა, იმა­თი პრობ­ლე­მაა, ბიზ­ნეს­ზე ამ ეტაპ­ზე სან­ქცი­ე­ბი არ აი­სა­ხე­ბა, რად­გან ამ­ჯე­რად პი­როვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბია და არა ქვეყ­ნის.

თუმ­ცა, აქ მე­ო­რე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია - უნდა დაძ­ლი­ოს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვეტო? ჩემი, რო­გორც ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის აზ­რით, ეს კა­ნო­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას არ უწყობს ხელს. რო­დე­საც ვე­ნე­სი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში ასეთ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამის გარ­შე­მო მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღონ, ჩემი, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის პო­ზი­ცი­აა, რომ ეს კა­ნო­ნი არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა.

ასე­ვე მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, რომ სა­ხელ­წი­ფო­ე­ბია ჩა­რე­უ­ლი ამ კა­ნო­ნის არ­მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სან­ქცი­ებს უწე­სე­ბენ პო­ლი­ტი­კო­სებს, მათ ოჯა­ხის წევ­რებს. ქვე­ყა­ნას თუ და­უ­წე­სე­ბენ სან­ქცი­ებს, მა­შინ ყვე­ლა და­ვი­ღუ­პე­ბით, არა­თუ ბიზ­ნე­სი. ამი­ტომ, ეს კა­ნო­ნი არ უნდა მი­ი­ღონ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რიც, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლიც და იმ სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის აზ­რიც, რომ­ლე­ბიც ამ კა­ნონს ღიად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან“, - ამ­ბობს ჭყო­ნია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა - ქვეყანას თუ დაუწესებენ, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - თემურ ჭყონია

"სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა - ქვეყანას თუ დაუწესებენ, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - თემურ ჭყონია

"ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია რამდენიმე საათის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების მისამართით.

როგორც თემურ ჭყონიამ "ბინზესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ბიზნესს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

"სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის.

თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია - უნდა დაძლიოს თუ არა ხელისუფლებამ ვეტო? ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის აზრით, ეს კანონი ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს. როდესაც ვენესიის კომისიის დასკვნაში ასეთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კანონთან დაკავშირებით და ამის გარშემო მაინც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს კანონი არაფერში გვჭირდება.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელწიფოებია ჩარეული ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით და სანქციებს უწესებენ პოლიტიკოსებს, მათ ოჯახის წევრებს. ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, არათუ ბიზნესი. ამიტომ, ეს კანონი არ უნდა მიიღონ, უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების აზრიც, ქვეყნის მომავალიც და იმ სერიოზული პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების აზრიც, რომლებიც ამ კანონს ღიად ეწინააღმდეგებიან“, - ამბობს ჭყონია. განაგრძეთ კითხვა