"ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის დაანონსებულ ახალ პოლიტიკას ეხმაურება.
"თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა!" - წერს მგალობლიშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.
ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
წაიკითხეთ ასევე: