მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო" თბილისის საკრებულოშიც ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლებაც"
"ლელო" თბილისის საკრებულოშიც ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლებაც"

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს მუ­შა­ო­ბას ბო­ი­კოტს უცხა­დებს.

პარ­ტია "ლე­ლოს“ წევ­რის, საბა ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში გა­და­დი­ან იქამ­დე, სა­ნამ "პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა სხვაგ­ვა­რად არ გან­ვი­თარ­დე­ბა".

"თქვენ ყვე­ლა ხე­დავთ, რო­გო­რი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ, რო­გორ იც­ვლე­ბა და რთულ­დე­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ვართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ადეკ­ვა­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ. მე, რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა, 2021 წელს დავ­დე პი­რო­ბა, რომ ყვე­ლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­კარ­ნა­ხე­ვი თბი­ლი­სე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბით იქ­ნე­ბო­და და ვთქვი, რომ მზად ვარ, რომ თბი­ლისს და თბი­ლი­სე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს ვემ­სა­ხუ­რო. თუმ­ცა თა­ნამ­დე­ბო­ბის მიღ­მა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს კონ­სტი­ტუ­ცი­ით კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია, რომ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია და­ვიც­ვათ, ამ რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის­გან, რომ­ლის მი­ზა­ნი არის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ძირი გა­მო­უ­თხა­როს.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს პირ­ვე­ლად მინ­და ვთქვა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის საკ­რე­ბუ­ლო­ში ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა. "ლე­ლოს“ სა­ხე­ლით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ დღე­ვან­დელ სხდო­მას ვუ­ცხა­დებთ ბო­ი­კოტს და გა­დავ­დი­ვართ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში იქამ­დე, სა­ნამ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა სხვაგ­ვა­რად არ გვი­კარ­ნა­ხებს. ეს არის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებს სახ­ლებ­თან ხვდე­ბი­ან, მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვებს სპეც­რაზ­მი უმო­წყა­ლოდ უს­წორ­დე­ბა და მა­შინ, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში ექ­ცე­ვა, ასე­ვე, ჩვენ სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბას ვხე­დავთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და საბა ბუ­ა­ძემ.

ამას­თან, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმს "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც“ უერ­თდე­ბა. "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რის, ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ ქვეყ­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი უზ­რუნ­ველ­ყოს, მაგ­რამ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო გა­ურ­ბის.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ქა­ლაქ­ში, რომ­ლის საკ­რე­ბუ­ლოც ეს არის და 200 000-მდე ადა­მი­ა­ნი [აქ­ცი­ა­ზე] გა­მო­ვი­და, ეს ფაქ­ტი საკ­რე­ბუ­ლომ წა­უყ­რუა და კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებს სცე­მენ, ქუ­ჩა­ში "ბი­ტე­ბით“ ხვდე­ბი­ან, საკ­რე­ბუ­ლო­ში ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი ჩუ­მად არის და ხმა არა­ვის ამო­უ­ღია. ჩვენ­თვის ეს სი­ჩუ­მე არის იმ გე­დის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ახლა "ქო­ცებს“ აქვთ, ამი­ტომ იყ­ვნენ ახლა მარ­ტო, სხდო­მე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და ერ­თმა­ნე­თის სი­ჩუ­მეს უს­მი­ნონ, იმი­ტომ, რომ მათ ხმის ამო­სა­ღე­ბი არა­ფე­რი დარ­ჩათ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბე­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ლელო" თბილისის საკრებულოშიც ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლებაც"

"ლელო" თბილისის საკრებულოშიც ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლებაც"

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

პარტია "ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან იქამდე, სანამ "პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება".

"თქვენ ყველა ხედავთ, როგორი სისწრაფით ვითარდება მოვლენები და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება და რთულდება მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენც ვართ ვალდებულები, რომ ამ ყველაფერს ადეკვატურად ვუპასუხოთ. მე, როგორც საკრებულოს წევრმა, 2021 წელს დავდე პირობა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი თბილისელების საუკეთესო ინტერესებით იქნებოდა და ვთქვი, რომ მზად ვარ, რომ თბილისს და თბილისელების ინტერესებს ვემსახურო. თუმცა თანამდებობის მიღმა, თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციით კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ჩვენი კონსტიტუცია დავიცვათ, ამ რუსული სპეცოპერაციისგან, რომლის მიზანი არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს.

შესაბამისად, დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ჩვეულებრივ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება. "ლელოს“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან, მაშინ, როდესაც ბავშვებს სპეცრაზმი უმოწყალოდ უსწორდება და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, ასევე, ჩვენ სანქციების რეჟიმის ამოქმედებას ვხედავთ, შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება ამ მოცემულობაში გაგრძელდეს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ამასთან, თბილისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმს "გირჩი-მეტი თავისუფლებაც“ უერთდება. "გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი უზრუნველყოს, მაგრამ ამ ვალდებულებას თბილისის საკრებულო გაურბის.

"მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის და 200 000-მდე ადამიანი [აქციაზე] გამოვიდა, ეს ფაქტი საკრებულომ წაუყრუა და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს სცემენ, ქუჩაში "ბიტებით“ ხვდებიან, საკრებულოში ყველა დეპუტატი ჩუმად არის და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის იმ გედის სიმღერა, რომელიც ახლა "ქოცებს“ აქვთ, ამიტომ იყვნენ ახლა მარტო, სხდომები ჩაატარონ და ერთმანეთის სიჩუმეს უსმინონ, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ“, - განაცხადა კობერიძემ.