"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო პირდაპირ კავშირშია "კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა ბიშკეკში, დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ თავდასხმის საქმეზე 20 მეტი ადამიანია დაკავებული.
"ამჟამად ვადგენთ ამ სისასტიკეში მონაწილე პირთა მთელ წრეს. უკვე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უშუალო დამნაშავეები და დამხმარეები“, - ამბობს ბორტნიკოვი, მისივე თქმით, გამოძიებაში დაეხმარნენ კოლეგები ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან.
"დადგინდა, რომ დანაშაულისთვის მზადება, ასევე დაფინანსება, თავდასხმა და ტერორისტების გამგზავრება რუსეთში კოორდინირებული იყო ინტერნეტით ისლამური სახელმწიფოს ფილიალის "ხორასანის" მიერ, ავღანეთიდან და პაკისტანიდან. თავდასხმის ოთხი შემსრულებლიდან ორი რუსეთში თურქეთიდან ტერორისტულ აქტამდე ჩავიდა“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ქალაქ კრასნოგორსკში, ქალაქ კრასნოგორსკში, Crocus City Hall-ის საკონცერტო მოედანზე ტერორისტული თავდასხმა 22 მარტის საღამოს განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტს სულ მცირე 144 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 551 ადამიანი.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ნახეთ ასევე: