სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება" - სერგეი შამბა
"აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება" - სერგეი შამბა

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან რუ­სე­თის მიერ ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­ში. ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კი რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა ბლო­გე­რე­ბი წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

აფხა­ზი ბლო­გე­რის ინალ ჰა­ში­გის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შიც მსგავ­სი მო­საზ­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი წინა პლან­ზე.

"ქუ­ჩა­ში 100 000 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, ჩემი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ასეთ რის­კზე წა­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა მი­ზე­ზი და ეს მი­ზე­ზი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არის აფხა­ზე­თი", - აღ­ნიშ­ნავს ჰა­ში­გი. სტა­ტი­ა­ში წერს, რომ მისი აზ­რით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის "აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის" კვლავ დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ვი­თა­რე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი იყო, ოპო­ზი­ცია ფრაგ­მენ­ტუ­ლი ჩან­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბას შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გარ­და­უ­ვალ ფაქ­ტად წარ­მო­ა­ჩენ­და.

  • "კრემ­ლის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვის ირ­გვლივ ერ­თგვარ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნას აშე­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან კონ­ფე­დე­რა­ცი­ის იდეა ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს მი­ა­ბას", - წერს ბლო­გე­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას უწო­დებს, რე­ა­ლუ­რად მო­საზ­რე­ბა, რომ კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­კი­თხი აფხა­ზეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის თე­მაა. ამ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა, სერ­გეი შამ­ბამ. მისი თქმით, სცე­ნა­რის ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბას რე­ა­ლის­ტუ­რად არ მი­იჩ­ნე­ვენ.

  • "აფხა­ზე­თი რე­ა­ლის­ტუ­რად არ მი­იჩ­ნევს სცე­ნარს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზეთს შო­რის კონ­ფე­დე­რა­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იქ­მნე­ბა", - აცხა­დებს შამ­ბა.

მისი თქმით, მო­საზ­რე­ბა, რომ თით­ქოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სურს, უარი თქვას აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე და შექ­მნას სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის კონ­ფე­დე­რა­ცია, ბევ­რი ექ­სპერ­ტის მიერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო.

"ეს ფაბ­რი­კა­ცი­აა, რა თქმა უნდა, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, თუმ­ცა მსგავს რა­მეს რე­ა­ლის­ტუ­რად არ მი­ვიჩ­ნევთ. ჩვენ მა­ინც ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს იქ­ნე­ბა სხვა ფორ­მა­ტი, სხვა ინ­ტეგ­რა­ცია, უფრო სა­მე­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფო (რუ­სეთ­თან და ბე­ლა­რუს­თან)", - ამ­ბობს სერ­გეი შამ­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება" - სერგეი შამბა

"აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება" - სერგეი შამბა

ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით კი როგორც რუსეთში, ასევე აფხაზეთში სხვადასხვა ბლოგერები წერენ, რომ შესაძლოა, ყველაფერი აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს უკავშირდებოდეს.

აფხაზი ბლოგერის ინალ ჰაშიგის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც მსგავსი მოსაზრებაა წამოწეული წინა პლანზე.

"ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვიდა, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ასეთ რისკზე წასასვლელად საჭიროა მიზეზი და ეს მიზეზი ივანიშვილისთვის არის აფხაზეთი", - აღნიშნავს ჰაშიგი. სტატიაში წერს, რომ მისი აზრით, მმართველი გუნდისთვის "აგენტების კანონპროექტის" კვლავ დაბრუნებამდე ვითარება კომფორტული იყო, ოპოზიცია ფრაგმენტული ჩანდა და "ქართული ოცნების" გამარჯვებას შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალ ფაქტად წარმოაჩენდა.

  • "კრემლისთვის, რომელიც თავის ირგვლივ ერთგვარ უსაფრთხოების ზონას აშენებს, საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციის იდეა ძალიან მომგებიანი პროექტია, რომელიც გარანტიას იძლევა ასეთი გაერთიანების მეშვეობით, საქართველო რუსეთს მიაბას", - წერს ბლოგერი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას უწოდებს, რეალურად მოსაზრება, რომ კონფედერაციის საკითხი აფხაზეთში საზოგადოების განხილვის თემაა. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ. მისი თქმით, სცენარის ამგვარ განვითარებას რეალისტურად არ მიიჩნევენ.

  • "აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქმნება", - აცხადებს შამბა.

მისი თქმით, მოსაზრება, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციას სურს, უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის კონფედერაცია, ბევრი ექსპერტის მიერ ჩამოყალიბდა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

"ეს ფაბრიკაციაა, რა თქმა უნდა, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა ვარიანტები უნდა განვიხილოთ, თუმცა მსგავს რამეს რეალისტურად არ მივიჩნევთ. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სხვა ფორმატი, სხვა ინტეგრაცია, უფრო სამეკავშირეო სახელმწიფო (რუსეთთან და ბელარუსთან)", - ამბობს სერგეი შამბა.