სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - სენატში წარდგენილი კანონპროექტის დეტალები
"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - სენატში წარდგენილი კანონპროექტის დეტალები

"სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­უ­წეს­დეს ყვე­ლას, ვინც 2012 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად" - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სე­ნატ­ში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტში, რო­მელ­საც "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქტი" უწო­დეს.

აქტი ამ­ბობს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს: "სწრა­ფი შე­დე­გე­ბის და­კის­რე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ან პირ­და­პირ და შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­ერ­თნენ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, ქმე­დე­ბებ­ში ან პო­ლი­ტი­კა­ში, რაც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ან ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას”, - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

სე­ნატ­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სან­ქცი­ე­ბი შე­საძ­ლოა და­უ­წეს­დეს:

“(1) ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ პირს, რო­მე­ლიც 2012 წლის 1 იან­ვარს ან მის შემ­დეგ მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის უფ­როს თა­ნამ­შრომ­ლად, ან იყო ან არის მოქ­მე­დი ან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

(2) ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რობს ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, დაზ­ვერ­ვის, სა­სა­მარ­თლო ან ად­გი­ლობ­რი­ვი ან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

(3) (1) პუნ­ქტში აღ­წე­რი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ან (2) პუნ­ქტში აღ­წე­რი­ლი პი­რის უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რი.”

აქტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს “პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით” და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი და გა­იწ­ვი­ოს საქ­მე­ე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ. ის მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა, რათა ის ასა­ხავ­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას

სე­ნა­ტო­რე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აქტი ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, შე­ად­გი­ნოს იმ პირ­თა სია, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს, ჩარ­თუ­ლია კო­რუფ­ცი­ა­ში ან “ბლო­კავს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში".

აქ­ტში ნათ­ქვა­მია: "კონ­გრე­სის თვლის, რომ "ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ბლო­კი­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ან ოლი­გარ­ქი­უ­ლი ძა­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გავ­ლე­ნის გამო, წარ­მო­ად­გენს კო­რუფ­ცი­ის ფორ­მას".

კა­ნონპ­რო­ექ­ტი მო­ი­ცავს რო­გორც სა­ვი­ზო, ისე ქო­ნებ­რივ სან­ქცი­ებს.

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლოს მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი ან სან­ქცი­ე­ბი პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან იმ ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვას, რაც მო­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბას ან და­ში­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ”, - ნათ­ქვა­მია აქ­ტში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­ყინ­ვას და ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე "რუ­სე­თის მავ­ნე სა­გა­რეო საქ­მი­ა­ნო­ბის" და ე.წ. "მაგ­ნიტსკის აქ­ტით" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სან­ქცი­ებს.ამას­თან, აქ­ტში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე. "კონ­გრე­სის აზ­რით, [სა­ხელ­მწი­ფო] მდი­ვან­მა უნდა შე­ა­ჩე­როს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კო­მი­სია, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა 2009 წლის 9 იან­ვარს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ით, მა­ნამ, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ მი­ი­ღებს ზო­მებს, რათა (1:) ასა­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სურ­ვი­ლე­ბი და (2:) შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ”, - ნათ­ქვა­მია აქ­ტში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი 5 წლის ვა­დით მოქ­მე­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და გარ­და სხვა ნა­წი­ლე­ბი­სა, მო­ი­ცავს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ გა­და­ხე­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს, მის დახ­მა­რე­ბას ქვეყ­ნის შიგ­ნით, შე­ა­ჩე­როს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გა­და­ხე­დოს თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

აქ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში და ნათ­ქვა­მია, რომ უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დეს პარტნი­ო­რო­ბა სა­მო­მავ­ლოდ. აქტი ასე­ვე ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, შე­ის­წავ­ლოს რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა.

რო­გორც "ამე­რი­კის ხმა" წერს, ამ ნა­ბი­ჯამ­დე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ე.წ. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნის გან­ხილ­ვი­სა და მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტო­რებ­მა და კონ­გრეს­მე­ნებ­მა რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - სენატში წარდგენილი კანონპროექტის დეტალები

"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - სენატში წარდგენილი კანონპროექტის დეტალები

"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - ამის შესახებ ნათქვამია სენატში წარდგენილი კანონპროექტში, რომელსაც "ქართველი ხალხის აქტი" უწოდეს.

აქტი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს: "სწრაფი შედეგების დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ხელმძღვანელობდნენ ან პირდაპირ და შეგნებულად ჩაერთნენ ხელმძღვანელობაში, ქმედებებში ან პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ან ტერიტორიულ მთლიანობას”, - ნათქვამია კანონპროექტში.

სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები შესაძლოა დაუწესდეს:

“(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.

(2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.

(3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი.”

აქტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს “პოლიტიკური მოტივაციით” დაკავებული პირები და გაიწვიოს საქმეები მათ წინააღმდეგ. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება, რათა ის ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას

სენატორების მიერ წარდგენილი აქტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ჩართულია კორუფციაში ან “ბლოკავს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოში".

აქტში ნათქვამია: "კონგრესის თვლის, რომ "ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოში კორუმპირებული ან ოლიგარქიული ძალების არასათანადო გავლენის გამო, წარმოადგენს კორუფციის ფორმას".

კანონპროექტი მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს.

“შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ”, - ნათქვამია აქტში.

კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე "რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის" და ე.წ. "მაგნიტსკის აქტით" გათვალისწინებულ სანქციებს.ამასთან, აქტში საუბარია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე. "კონგრესის აზრით, [სახელმწიფო] მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, რათა (1:) ასახოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილები და (2:) შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ”, - ნათქვამია აქტში.

კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და გარდა სხვა ნაწილებისა, მოიცავს ვალდებულებას, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნის შიგნით, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

აქტში აღნიშნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და ნათქვამია, რომ უნდა იქნას შესწავლილი, თუ როგორ გაგრძელდეს პარტნიორობა სამომავლოდ. აქტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ამ ნაბიჯამდე, "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. "უცხოური აგენტების" კანონის განხილვისა და მიღების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.

წაიკითხეთ ასევე: