მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია" - ექსპერტი კობახიძის ბრალდებებზე
"ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია" - ექსპერტი კობახიძის ბრალდებებზე
  • ფოტო არ­ქი­ვი­დან: ოლი­ვერ ვარ­ჰეი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე

შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი ევ­რო­კო­მი­სა­რი მას თურ­მე და­ე­მუქ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ეს უკავ­შირ­დე­ბა "აგენ­ტე­ბის კა­ნონ­ზე“ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნელ ზო­მებს. კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მას სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

"ხან­გრძლი­ვი შან­ტა­ჟის ფონ­ზეც კი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ევ­რო­კო­მი­სარ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გაჟ­ღერ­და. კერ­ძოდ, ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, ევ­რო­კო­მი­სარ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა მთე­ლი რიგი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ და ამ ზო­მე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას ახ­სე­ნა - "ხომ ნა­ხეთ ფი­ცოს რა და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყო­თო“.

რო­დე­საც გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შან­ტა­ჟის კონ­ტექ­სტში ახ­სე­ნე­ბენ სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, ეს ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია“, - და­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ფი­ცო­ზე თავ­დას­ხმას "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას“ უკავ­ში­რებს.

"ხაზს გა­ვუს­ვამ იმა­საც, რომ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე თავ­დას­ხმის უკან იკ­ვე­თე­ბა ერთ-ერთი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის კვა­ლი, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას­თან გან­სა­კუთ­რე­ბით მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თავი ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნიე, ამ მუ­ქა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა. რო­ბერტ ფი­ცოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან გავ­ლე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლი შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის სა­ხით, საქ­მე გვაქვს უაღ­რე­სად სა­შიშ ძა­ლას­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის შე­მო­სა­ტა­ნად ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი“, - აცხა­დებს კო­ბა­ხი­ძე.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, ევ­რო­კო­მი­სა­რი, რო­მელ­საც კო­ბა­ხი­ძემ ეს მუ­ქა­რა და­აბ­რა­ლა უნ­გრე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ოლი­ვერ ვარ­ჰე­ია, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და გულ­წრფე­ლი მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვა, რომ ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი კონ­ტექ­სტი­დან იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც ევ­რო­კო­მი­სა­რი, რო­მე­ლიც სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ჩემი პო­ზი­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტში ვარ, ვი­ნა­ი­დან, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხა­ზე­ბი ყო­ველ­თვის ღია უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რე­ბის პირ­და­პი­რი გაც­ვლის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, დიდ ძა­ლის­ხმე­ვას ვდებ­დი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა არ მი­ე­ღოთ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ძირი გა­მო­უ­თხა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზას.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძლი­ე­რი პრო­ევ­რო­პუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბის სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბით, ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია იმის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით კი­დევ უფრო არ გამ­წვავ­დეს ისე­დაც მყი­ფე ვი­თა­რე­ბა, რა­მაც უფრო გაღ­რმა­ვე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ­დე და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში შე­საძ­ლო უკონ­ტრო­ლო ვი­თა­რე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს საქ­მე. ამ მხრივ, ბოლო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა სლო­ვა­კეთ­ში მა­გა­ლი­თად იქნა მოყ­ვა­ნი­ლი იმის­თვის, თუ სა­დამ­დე შე­უძ­ლია პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ასეთ­მა მა­ღალ­მა დო­ნემ მიგ­ვიყ­ვა­ნოს, თუნ­დაც ევ­რო­პა­ში.

კი­დევ ერთხელ, ვწუხ­ვარ, რომ ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ერთი ნა­წი­ლი არა მხო­ლოდ სრუ­ლი­ად ამო­ი­ღეს კონ­ტექ­სტი­დან, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე­თი ფორ­მით წა­რუდ­გი­ნეს, რო­მე­ლიც ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის თავ­და­პირ­ვე­ლი მიზ­ნის სრულ არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

კვლავ მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, არ მი­ი­ღონ ეს კა­ნო­ნი.

ამას ასე­ვე ვი­თხოვ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი მე­გო­ბა­რი.

ვაგ­რძე­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ მუ­შა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რას”

ambebi.ge-სთან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის და ზო­გა­დად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლურ ახ­სნას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი რე­ა­ლუ­რო­ბის ზო­ნი­დან არის გა­სუ­ლი.

"არ ვიცი, უკვე ვფიქ­რობ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი რე­ა­ლუ­რო­ბის ზო­ნი­დან გა­ვი­და. რო­გორც ჩანს, ისი­ნი არ ელოდ­ნენ ასეთ რე­აქ­ცი­ებს შტა­ტე­ბი­დან და ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. მარ­თლაც რომ და­ხუ­რონ ყვე­ლა­ფე­რი, ეს ხომ კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ხომ კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც, რა თქმა უნდა. ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვრჩე­ბით იზო­ლა­ცი­ა­ში ყო­ველ­გვა­რი ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს­გან. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აქამ­დე დახ­ვი­დე?! რო­მე­ლი ევ­რო­კო­მი­სა­რი და­ე­მუქ­რე­ბო­და კო­ბა­ხი­ძეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში, თუ იდი­ო­ტი არაა? პრე­მი­ე­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ხომ იწე­რე­ბა? ვფიქ­რობ, სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბი უნდა იწე­რე­ბო­დეს. შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა იმ წუთ­ში არ აქვთ (შტა­ტებ­ში 50 წლის შემ­დეგ სა­ჯა­როვ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, კუ­ლი­სებ­ში რაც ით­ქვა, ისიც კი და აქაც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ვერ­სია უნდა არ­სე­ბობ­დეს), მაგ­რამ ოდეს­ღაც ხომ გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა? გა­მო­რი­ცხუ­ლია, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი არ იწე­რე­ბო­დეს. იდი­ო­ტი უნდა იყოს ის ევ­რო­კო­მი­სა­რი, მით უმე­ტეს, ტე­ლე­ფო­ნით და­ურ­ე­კოს და ღია ტექ­სტით და­ე­მუქ­როს პრე­მი­ერს ან ვინ­მეს. ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად ირე­ა­ლუ­რია, გა­მო­რი­ცხუ­ლია. იმას არ ვამ­ბობ, ასე­თი აზრი ვინ­მეს არ მო­უ­ვა, მაგ­რამ ეს რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის თემა არ არის, ეს თუ არ იცის ევ­რო­კო­მი­სარ­მა, წმინ­და წყლის იდი­ო­ტი ყო­ფი­ლა. კო­ბა­ხი­ძის და სხვე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლურ ახ­სნას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­დან მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­სუ­ლია, ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში არი­ან, წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თავი მათ ად­გილ­ზე. როცა რა­ღაც კომ­პრო­მი­სებ­ზე მი­დი­ხარ რუ­სეთ­თან, ეს რომ შე­დეგს არ მო­გი­ტანს, ეს უნდა იცო­დე.

რაც კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ეს არის კა­ტას­ტრო­ფა, ამის იქით აღა­რა­ფე­რია. ამას პირ­და­პირ არ ეუბ­ნე­ბი­ან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი. მუ­ქა­რა­ცაა და მუ­ქა­რაც. ესე­ნი ხავსს ეჭი­დე­ბი­ან, გა­ვიდ­ნენ ზო­ნი­დან. პრობ­ლე­მა აქ ისაა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო ამან შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ოს. ბიზ­ნე­სიც სა­ო­ცარ დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბა, კი­დევ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ რამ­ხე­ლა კა­ტას­ტრო­ფა გვე­ლო­დე­ბა, აქ უკვე შე­ზღუდ­ვებ­ზე აღა­რაა ლა­პა­რა­კი. აღარ ვლა­პა­რა­კობ არც სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე, არც ეკო­ნო­მი­კა­ზე, ეს იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფა. ეკო­ნო­მი­კუ­რად ბე­ლო­რუ­სი­ა­ზე ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, ჩვენ ხომ მთლი­ა­ნად და­სავ­ლეთ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არ ვიცი, ამას რო­გორ გა­და­ვი­ტანთ. კი, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, კი, ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ სულსწრა­ფო­ბა არ გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და უეც­რად არ მოგ­ვინ­დეს ვი­თა­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი შეც­ვლა, ნელ-ნელა უნდა წა­ვი­დეთ, რად­გან ისეთ დროს, როცა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მი­დის (არ ვიცი, ავა­დაა თუ არა), კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ლი­ო­ნე­რია და მა­თაც საკ­მა­ოდ მოხ­ვდე­ბა. ძა­ლი­ან თუ არ ვიჩ­ქა­რებთ, დღეს თუ არა, ხვალ, რო­დე­საც რე­ა­ლო­ბა ყვე­ლას­თვის ცხა­დი გახ­დე­ბა (ვი­ღა­ცებს ეს არ სჯე­რათ ჯერ), "ოც­ნე­ბის“ შიგ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბა რღვე­ვის პრო­ცე­სი. ჩვენ რღვე­ვის პრო­ცე­სი იმი­ტო­მაც გვინ­და, რომ ზედ­მე­ტი ტრა­გე­დი­ე­ბის გა­რე­შე გა­მოვ­ძვრეთ ამ სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია" - ექსპერტი კობახიძის ბრალდებებზე

"ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია" - ექსპერტი კობახიძის ბრალდებებზე
  • ფოტო არქივიდან: ოლივერ ვარჰეი, ირაკლი კობახიძე

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ევროკომისარი მას თურმე დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება "აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - "ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - დაწერა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე ფიცოზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს.

"ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“, - აცხადებს კობახიძე.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ევროკომისარი, რომელსაც კობახიძემ ეს მუქარა დააბრალა უნგრელი დიპლომატი ოლივერ ვარჰეია, რომლის გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.

ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიგვიყვანოს, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი.

ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი.

ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას”

ambebi.ge-სთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ირაკლი კობახიძის და ზოგადად "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები რაციონალურ ახსნას აღარ ექვემდებარება, ვინაიდან ხელისუფლება ყოველგვარი რეალურობის ზონიდან არის გასული.

"არ ვიცი, უკვე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყოველგვარი რეალურობის ზონიდან გავიდა. როგორც ჩანს, ისინი არ ელოდნენ ასეთ რეაქციებს შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან. მართლაც რომ დახურონ ყველაფერი, ეს ხომ კატასტროფა იქნება ხელისუფლებისთვის, ხომ კატასტროფა იქნება მოსახლეობისთვისაც, რა თქმა უნდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რომელი ევროკომისარი დაემუქრებოდა კობახიძეს სატელეფონო საუბარში, თუ იდიოტი არაა? პრემიერის სატელეფონო საუბარი ხომ იწერება? ვფიქრობ, სამთავრობო არხები უნდა იწერებოდეს. შეიძლება გასაჯაროების უფლება იმ წუთში არ აქვთ (შტატებში 50 წლის შემდეგ საჯაროვდება ყველაფერი, კულისებში რაც ითქვა, ისიც კი და აქაც დაახლოებით ასეთი ვერსია უნდა არსებობდეს), მაგრამ ოდესღაც ხომ გამოაშკარავდება? გამორიცხულია, სატელეფონო საუბარი არ იწერებოდეს. იდიოტი უნდა იყოს ის ევროკომისარი, მით უმეტეს, ტელეფონით დაურეკოს და ღია ტექსტით დაემუქროს პრემიერს ან ვინმეს. ეს წარმოუდგენლად ირეალურია, გამორიცხულია. იმას არ ვამბობ, ასეთი აზრი ვინმეს არ მოუვა, მაგრამ ეს რომ სატელეფონო საუბრის თემა არ არის, ეს თუ არ იცის ევროკომისარმა, წმინდა წყლის იდიოტი ყოფილა. კობახიძის და სხვების განცხადებები რაციონალურ ახსნას აღარ ექვემდებარება, რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია, ძალიან მძიმე დღეში არიან, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე. როცა რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ რუსეთთან, ეს რომ შედეგს არ მოგიტანს, ეს უნდა იცოდე.

რაც კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის კატასტროფა, ამის იქით აღარაფერია. ამას პირდაპირ არ ეუბნებიან ევროპარლამენტარები. მუქარაცაა და მუქარაც. ესენი ხავსს ეჭიდებიან, გავიდნენ ზონიდან. პრობლემა აქ ისაა, რომ გარკვეული დრო ამან შეიძლება იმუშაოს. ბიზნესიც საოცარ დღეში ჩავარდება, კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა კატასტროფა გველოდება, აქ უკვე შეზღუდვებზე აღარაა ლაპარაკი. აღარ ვლაპარაკობ არც საინვესტიციო გარემოზე, არც ეკონომიკაზე, ეს იქნება კატასტროფა. ეკონომიკურად ბელორუსიაზე ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, ჩვენ ხომ მთლიანად დასავლეთზე ვართ დამოკიდებული და არ ვიცი, ამას როგორ გადავიტანთ. კი, გაგვიჭირდება, კი, ძნელი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ სულსწრაფობა არ გამოვიჩინოთ და უეცრად არ მოგვინდეს ვითარების რადიკალური შეცვლა, ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, რადგან ისეთ დროს, როცა მთავარი პროკურორი მიდის (არ ვიცი, ავადაა თუ არა), კითხვის ნიშნები ჩნდება. უმრავლესობის უმრავლესობა მილიონერია და მათაც საკმაოდ მოხვდება. ძალიან თუ არ ვიჩქარებთ, დღეს თუ არა, ხვალ, როდესაც რეალობა ყველასთვის ცხადი გახდება (ვიღაცებს ეს არ სჯერათ ჯერ), "ოცნების“ შიგნით აუცილებლად დაიწყება რღვევის პროცესი. ჩვენ რღვევის პროცესი იმიტომაც გვინდა, რომ ზედმეტი ტრაგედიების გარეშე გამოვძვრეთ ამ საშინელი სიტუაციიდან“.

იხილეთ ასევე: