მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული" - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს
"ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული" - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

ევ­რო­კო­მი­სა­რი ოლი­ვერ ვარ­ჰეი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ვარ­ჰეი წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი კონ­ტექ­სტი­დან იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, რო­გორც ვარ­ჰეი აცხა­დებს, სლო­ვა­კე­თის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­თან სა­უ­ბარ­ში მოყ­ვა­ნილ იქნა მა­გა­ლი­თად, თუ სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მა­ღალ­მა დო­ნემ თუნ­დაც ევ­რო­პა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და გულ­წრფე­ლი მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვა, რომ ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი კონ­ტექ­სტი­დან იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც ევ­რო­კო­მი­სა­რი, რო­მე­ლიც სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ჩემი პო­ზი­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტში ვარ, ვი­ნა­ი­დან, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხა­ზე­ბი ყო­ველ­თვის ღია უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რე­ბის პირ­და­პი­რი გაც­ვლის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, დიდ ძა­ლის­ხმე­ვას ვდებ­დი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა არ მი­ე­ღოთ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ძირი გა­მო­უ­თხა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზას.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძლი­ე­რი პრო­ევ­რო­პუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბის სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბით, ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია იმის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით კი­დევ უფრო არ გამ­წვავ­დეს ისე­დაც მყი­ფე ვი­თა­რე­ბა, რა­მაც უფრო გაღ­რმა­ვე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ­დე და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში შე­საძ­ლო უკონ­ტრო­ლო ვი­თა­რე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს საქ­მე. ამ მხრივ, ბოლო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა სლო­ვა­კეთ­ში მა­გა­ლი­თად იქნა მოყ­ვა­ნი­ლი იმის­თვის, თუ სა­დამ­დე შე­უძ­ლია პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ასეთ­მა მა­ღალ­მა დო­ნემ მიგ­ვიყ­ვა­ნოს, თუნ­დაც ევ­რო­პა­ში.

კი­დევ ერთხელ, ვწუხ­ვარ, რომ ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ერთი ნა­წი­ლი არა მხო­ლოდ სრუ­ლი­ად ამო­ი­ღეს კონ­ტექ­სტი­დან, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე­თი ფორ­მით წა­რუდ­გი­ნეს, რო­მე­ლიც ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის თავ­და­პირ­ვე­ლი მიზ­ნის სრულ არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

კვლავ მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, არ მი­ი­ღონ ეს კა­ნო­ნი.

ამას ასე­ვე ვი­თხოვ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი მე­გო­ბა­რი.

ვაგ­რძე­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ მუ­შა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რას”, - წერს ვარ­ჰეი.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ევ­რო­კო­მი­სარ­თან, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ სა­ხელ­დე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კო­მი­სარ­მა მას უთხრა, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ და ამა­ვე კონ­ტექ­სტში მან სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმაც" ახ­სე­ნა.

"ხან­გრძლი­ვი შან­ტა­ჟის ფონ­ზეც კი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ევ­რო­კო­მი­სარ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გაჟ­ღერ­და. კერ­ძოდ, ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, ევ­რო­კო­მი­სარ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა მთე­ლი რიგი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ და ამ ზო­მე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას ახ­სე­ნა - "ხომ ნა­ხეთ, ფი­ცოს რა და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყო­თო“, - ნათ­ქვა­მია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული" - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

"ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული" - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვარჰეი წუხილს გამოთქვამს, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

კერძოდ, როგორც ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.

ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიგვიყვანოს, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი.

ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი.

ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას”, - წერს ვარჰეი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"