რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თათრეთის რესპუბლიკაში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა და ფრენების განახლება ორი საათის შემდეგ მოხდა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონი ელაბუგას რაიონში, ნიჟნეკამსკის მახლობლად ჩამოაგდეს.