მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სამართლიანი იყო" - პროკურატურის განცხადება
"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სამართლიანი იყო" - პროკურატურის განცხადება

2024 წლის 23 მა­ისს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე "სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­ად­გი­ნა, რომ მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი და არ ისა­ხავ­და მიზ­ნად მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი აწარ­მო­ებ­და და დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით წარ­მარ­თა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნე­ბი ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბულ და წარ­დგე­ნილ სან­დო და მყარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის ეტაპ­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი არა­ერ­თგზის მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ დევ­ნას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, მომ­ჩი­ვა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ობ­და, რომ მისი მსჯავ­რდე­ბის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, კერ­ძოდ, მის მი­მართ 2018 წელს გა­მო­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნე­ბი ეფუძ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მისი ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის არა­სან­დო და გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ირიბ ჩვე­ნე­ბებს. მომ­ჩი­ვა­ნი და­მა­ტე­ბით და­ობ­და, რომ მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­მაც მის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა ე.წ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე, არ იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი. (კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა). ამ უკა­ნას­კნელ საქ­მე­ში, მომ­ჩი­ვა­ნი ასე­ვე მი­უ­თი­თებ­და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-7 მუხ­ლის (არა­ვი­თა­რი სას­ჯე­ლი კა­ნო­ნის გა­რე­შე) სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა­ზე, რად­გან მას არ შე­ეძ­ლო გა­ნეჭვრი­ტა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და მის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მომ­ჩი­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი მსჯავ­რდე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის ფა­რულ მო­ტივს - მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა წარ­მო­ად­გენ­და (კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხ­ლის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა).

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­დას­ტურ­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის მო­სა­მარ­თლე იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ შე­უძ­ლებ­ლა­დაც კი მი­იჩ­ნია ამ სა­კი­თხე­ბის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ფუძ­ვლით.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ შიდა სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი ეფუძ­ნე­ბა საკ­მა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, მათ შო­რის ძი­რი­თად მოწ­მე­თა პირ­და­პირ ჩვე­ნე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა მომ­ჩივ­ნის პო­ზი­ცია, რომ თით­ქოს­და მისი მსჯავ­რდე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში, ძი­რი­თად­მა მოწ­მე­ებ­მა მის­ცეს არა­სან­დო და ირი­ბი ჩვე­ნე­ბე­ბი.

ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო სრუ­ლად და­ე­თან­ხმა შიდა სა­სა­მარ­თლო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას, რომ ძი­რი­თად მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი იყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და სარ­წმუ­ნო. ასე­ვე, შიდა სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მის მიერ შე­წყა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო თან­მიმ­დევ­რუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი.

ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ასე­ვე და­ე­თან­ხმა შიდა სა­სა­მარ­თლო­ებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წი­ნას­წარ გას­ცა და­პი­რე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნიც ამ საქ­მე­ზე არას­რუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და ზო­გა­დად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა იყო.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე არ გა­ი­ზი­ა­რა მომ­ჩივ­ნის პო­ზი­ცია მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს­და მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მის გა­ჩუ­მე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმი­სა და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით. მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­კის­რე­ბულ სას­ჯელს ფაქ­ტობ­რი­ვი და­კა­ვე­ბის დღი­დან - 2021 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან იხ­დის.

პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე, სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნით დად­გე­ნი­ლია, რომ 2005 წლის 14 ივ­ლისს, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტა­ტი­ის გამო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ერეკ­ლე კო­დუ­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით",სოდი“-ს სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, თავს და­ესხნენ პარ­ლა­მენ­ტის წევრ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად სცე­მეს, ასე­ვე გას­ტა­ცეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, თან­ხა და ძვირ­ფა­სი ნივ­თი. თავ­დას­ხმის შე­დე­გად ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო ცხვი­რის და სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, რა­მაც სა­ხის წა­რუშ­ლე­ლი და­მა­ხინ­ჯე­ბა გა­მო­იწ­ვია და რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბად შე­ფას­და.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით დად­გე­ნი­ლია, რომ 2006 წლის 27 იან­ვარს, ქ. თბი­ლის­ში, კაფე "შარ­დენ ბარ­ში“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმ­ჟა­მინ­დელ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, ამა­ვე ბარ­ში მყოფ სან­დრო გირ­გვლი­ან­თან და მის მე­გო­ბარ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძეს­თან მო­უხ­დათ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა.

წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის - და­ვით ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ი­ტა­ცეს ქა­ლაქ­გა­რეთ, ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე და მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უმო­წყა­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს. კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გა­უ­საძ­ლის სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში გა­ა­შიშ­ვლეს ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე, ხოლო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გა­შიშ­ვლე­ბა შეძ­ლეს წელს ზე­მოთ და მჩხვლე­ტა­ვი ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მი­ა­ყე­ნეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის - 12 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა კის­რის არე­ში. გარ­და ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბე­ბი­სა, სან­დრო გირ­გვლი­ანს მი­ა­ყე­ნეს ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მარ­ცხე­ნა ზედა კი­დუ­რის არე­ში. მას სხე­ულ­ზე ასე­ვე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მრავ­ლო­ბი­თი სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და ნაჭ­დე­ვე­ბი, რის შე­დე­გად იგი გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, 2006 წელს გა­სა­მარ­თლდნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ხსე­ნე­ბულ პი­რებს, იმის სა­ნაც­ვლოდ რომ არ ეთა­ნამ­შრომ­ლათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ჩა­დე­ნილ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნებ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის რე­პუ­ტა­ცი­ას, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ამ­ყო­ფებ­დნენ კომ­ფორ­ტულ და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ასე­ვე, მათ წი­ნას­წარ მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ და­კა­ვე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი შე­ი­წყა­ლებ­და, რაც 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სის­რუ­ლე­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტზე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ჯერ კი­დევ 2011 წლის აპ­რი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში (საქ­მე "ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“) იმ­სჯე­ლა, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ: "სა­სა­მარ­თლო გა­ო­ცე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა გან­შტო­ე­ბე­ბის – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ძი­ე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ პრო­ცე­სე­ბის არას­წო­რად წარ­მარ­თვი­თა და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ადრე გა­მოშ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სირ­ბი­ლის გა­მო­ჩე­ნით – შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბით, რაც ამ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხე­ლის შეშ­ლის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტის შე­სა­ფა­სებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­წყის ეტაპ­ზე­ვე მოწ­ვე­ულ იყ­ვნენ უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და რე­კე­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პოლ კოფი, ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რო­რი მოშე ლა­დო­რი და იუ­გოს­ლა­ვი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის ტრი­ბუ­ნა­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე სერ ჯეფ­რი ნა­ი­სი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­და საკ­მა­რის სტან­დარტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ამ­ჟა­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია 3 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე - სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, "ტე­ლე­ი­მე­დი“-ს დარ­ბე­ვის, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი - 9 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლებ­ზეც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სამართლიანი იყო" - პროკურატურის განცხადება

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სამართლიანი იყო" - პროკურატურის განცხადება

2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

  • პროკურატურის განმარტებით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი მაღალი სტანდარტით წარმართა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნება საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ სანდო და მყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

"აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

საზოგადოებას შევახსენებთ, მომჩივანი მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მსჯავრდების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ, მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს. მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა). ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს - მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ევროპულმა სასამართლომ შეუძლებლადაც კი მიიჩნია ამ საკითხების ეჭვქვეშ დაყენება, ნებისმიერი საფუძვლით.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები.

ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოების პოზიციას, რომ ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო. ასევე, შიდა სასამართლოების სამართლებრივი შეფასება მის მიერ შეწყალების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თანმიმდევრული და გონივრული.

ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე და საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.

პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, ასევე სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.

წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის - დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელს ზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი.

ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“) იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზევე მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის, "ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.