ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს" - ირაკლი შოთაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე

"სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს" - ირაკლი შოთაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე

"უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი, თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი", - ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ "ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

  • მისი თქმით, მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაბამისად, "მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მის მიერ თანამდებობის დატოვება, შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი სწორი გამოსავალია“.

"უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ, მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

შესაბამისად, დამეთანხმებით, აღნიშნულ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მე მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის, მინდა მათ მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, - განაცხადა შოთაძემ.