პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სეზონური ალერგიული რინიტი და მისი მკურნალობა
სეზონური ალერგიული რინიტი და მისი მკურნალობა

სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი ცხვი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნის ან­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ სე­ზონ­ზე ვლინ­დე­ბა. ის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 10-30% - ში გვხვდე­ბა. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მისი გავ­რცე­ლე­ბა კი­დევ უფრო მზარ­დია.

რა იწ­ვევს სე­ზო­ნურ ალერ­გი­ულ რი­ნიტს? რო­გო­რია მისი სიმპტო­მე­ბი? რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა? — ამ და სხვა კი­თხვე­ბით თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის ალერ­გო­ლოგს, ქე­თე­ვან ომი­ა­ძეს მივ­მარ­თეთ.

რა ტი­პის ალერ­გე­ნე­ბი იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბას და წე­ლი­წა­დის რა დროს მა­ტუ­ლობს მისი შემ­თხვე­ვე­ბი?

სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის გა­მომ­წვე­ვია მცე­ნა­რის მტვე­რი. მა­გა­ლი­თად, გა­ზა­ფხულ­ზე ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი ყვა­ვი­ლო­ბენ, ზა­ფხულ­ში — მარ­ცვლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, ხოლო შე­მოდ­გო­მა­ზე — სა­რე­ვე­ლე­ბი. სიმპტო­მე­ბიც ვლინ­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ სე­ზონ­ზე მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რის მი­მართ აქვს ადა­მი­ანს მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა. და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბი­სა და ქა­რი­ა­ნი ამინ­დის დროს.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს სე­ზო­ნურ ალერ­გი­ულ რი­ნიტს?

სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის სიმპტო­მე­ბია: ცხვი­რი­დან უხვი წყლი­სებ­რი გა­მო­ნა­დე­ნი; მრა­ვალ­ჯე­რა­დი ცე­მი­ნე­ბა; ცხვი­რის გა­ჭედ­ვა; ცხვი­რის, თვა­ლე­ბის, ყე­ლის, ყუ­რე­ბის ქა­ვი­ლი; ცრემ­ლდე­ნა და თვა­ლე­ბის სი­წით­ლე; ხვე­ლა და ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა. ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან შე­საძ­ლოა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს რო­მე­ლი­მე ერთი ან სხვა­დას­ხვა სიმპტო­მის კომ­ბი­ნა­ცია.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და­ა­ვა­დე­ბას?

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე. ასე­ვე, მან შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ცხვი­რის და­ნა­მა­ტი წი­ა­ღე­ბის ან­თე­ბა (სი­ნუ­სი­ტი), შუა ყუ­რის ან­თე­ბა (ოტი­ტი), ცხვი­რის პო­ლი­პო­ზი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, ძი­ლის აპ­ნოე, ას­თმა. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დრო­უ­ლად მი­მარ­თოთ ალერ­გო­ლოგს და აი­ცი­ლოთ გა­რე­მოს არა­სა­სურ­ვე­ლი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე.

რო­გორ ხდე­ბა მისი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა ეფუძ­ნე­ბა დე­ტა­ლურ ანამ­ნეზს, კლი­ნი­კურ სუ­რათს და ისეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ გა­მოკ­ვლე­ვებს, რო­გო­რი­ცაა: კა­ნის სინ­ჯე­ბი და სის­ხლის შრატ­ში ალერ­გენ-სპე­ცი­ფი­კუ­რი IgE ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გან­სა­ზღვრა.

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ფი­კურ, და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებ­ზე, მათი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმწვა­ვე­ზე, გა­მოვ­ლე­ნის პე­რი­ოდსა და ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას. იმის­თვის, რომ ის ეფექ­ტუ­რი იყოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ი­ნიშ­ნოს ექი­მის მიერ. ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნურ მე­დი­კა­მენ­ტებს, ინ­ტრა­ნა­ზა­ლურ ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნურ პრე­პა­რა­ტებს, ინ­ტრა­ნა­ზა­ლურ სტე­რო­ი­დებს, ან­ტი­ლე­ი­კოტ­რი­ე­ნებს და იმუ­ნო­თე­რა­პი­ას.

ასე­ვე, მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ, სა­სურ­ვე­ლია შე­ი­ზღუ­დოს მათი ექ­სპო­ზი­ცია. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  • მო­ე­რი­დეთ შე­ნო­ბის გა­რეთ აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, მა­გა­ლი­თად, ვარ­ჯიშს დი­ლის 10 სთ-დან შუ­ა­დღის 4 სთ-მდე, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ჰა­ერ­ში მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია მა­ღა­ლია. იყა­ვით შე­ნო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­რი­ან ამინ­დში;
  • და­კე­ტეთ ფან­ჯრე­ბი სახ­ლსა და მან­ქა­ნა­ში, ჩარ­თეთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი;
  • მო­ე­რი­დეთ ტან­საც­მლის გა­რეთ გაშ­რო­ბას ქა­რი­ან ამინ­დში;
  • სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­ნეთ სახე და ხე­ლე­ბი, რათა ჩა­მო­ი­რე­ცხოთ და­ლე­ქი­ლი მტვე­რი;
  • მცე­ნა­რე­თა ყვა­ვი­ლო­ბის პი­კის დროს უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ზღვის კუ­რორ­ტს, რად­გან ზღვა­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფარ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბია, ხოლო ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლი შთან­თქავს ჰა­ერ­ში არ­სე­ბულ ალერ­გე­ნებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

სეზონური ალერგიული რინიტი და მისი მკურნალობა

სეზონური ალერგიული რინიტი და მისი მკურნალობა

სეზონური ალერგიული რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებით მიმდინარე ალერგიულ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ სეზონზე ვლინდება. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიო მოსახლეობის 10-30% - ში გვხვდება. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პირობებში მისი გავრცელება კიდევ უფრო მზარდია.

რა იწვევს სეზონურ ალერგიულ რინიტს? როგორია მისი სიმპტომები? როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? — ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ალერგოლოგს, ქეთევან ომიაძეს მივმართეთ.

რა ტიპის ალერგენები იწვევს დაავადებას და წელიწადის რა დროს მატულობს მისი შემთხვევები?

სეზონური ალერგიული რინიტის გამომწვევია მცენარის მტვერი. მაგალითად, გაზაფხულზე ხე-მცენარეები ყვავილობენ, ზაფხულში — მარცვლოვანი მცენარეები, ხოლო შემოდგომაზე — სარეველები. სიმპტომებიც ვლინდება იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე მოყვავილე მცენარის მიმართ აქვს ადამიანს მომატებული მგრძნობელობა. დაავადება შეიძლება განსაკუთრებით გამწვავდეს ტემპერატურის ცვლილებისა და ქარიანი ამინდის დროს.

რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ალერგიულ რინიტს?

სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომებია: ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი; მრავალჯერადი ცემინება; ცხვირის გაჭედვა; ცხვირის, თვალების, ყელის, ყურების ქავილი; ცრემლდენა და თვალების სიწითლე; ხველა და ჰაერის უკმარისობა. ჩამოთვლილთაგან შესაძლოა გამოხატული იყოს რომელიმე ერთი ან სხვადასხვა სიმპტომის კომბინაცია.

რა გართულებები ახასიათებს დაავადებას?

ალერგიული რინიტი უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ასევე, მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა: ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტი), შუა ყურის ანთება (ოტიტი), ცხვირის პოლიპოზი, ძილის დარღვევა, ძილის აპნოე, ასთმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ ალერგოლოგს და აიცილოთ გარემოს არასასურველი გავლენა ცხოვრების ხარისხზე.

როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება დეტალურ ანამნეზს, კლინიკურ სურათს და ისეთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, როგორიცაა: კანის სინჯები და სისხლის შრატში ალერგენ-სპეციფიკური IgE ანტისხეულების განსაზღვრა.

ალერგიული რინიტი საჭიროებს სპეციფიკურ, დაავადების სიმპტომებზე, მათი მიმდინარეობის სიმწვავეზე, გამოვლენის პერიოდსა და ხანგრძლივობაზე ორიენტირებულ მკურნალობას. იმისთვის, რომ ის ეფექტური იყოს, აუცილებელია დაინიშნოს ექიმის მიერ. ალერგიული რინიტის მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ინტრანაზალურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ინტრანაზალურ სტეროიდებს, ანტილეიკოტრიენებს და იმუნოთერაპიას.

ასევე, მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიკაციის შემდეგ, სასურველია შეიზღუდოს მათი ექსპოზიცია. დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის პარალელურად, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად, ვარჯიშს დილის 10 სთ-დან შუადღის 4 სთ-მდე, რადგან ამ პერიოდში ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაღალია. იყავით შენობაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში;
  • დაკეტეთ ფანჯრები სახლსა და მანქანაში, ჩართეთ კონდიციონერი;
  • მოერიდეთ ტანსაცმლის გარეთ გაშრობას ქარიან ამინდში;
  • სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, რათა ჩამოირეცხოთ დალექილი მტვერი;
  • მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზღვის კურორტს, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ ალერგენებს.

R