მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელნაკეთი თოჯინები, რომელსაც თქვენი ვიზუალის შესაბამისად შექმნიან - ინტერვიუ ავტორთან
ხელნაკეთი თოჯინები, რომელსაც თქვენი ვიზუალის შესაბამისად შექმნიან - ინტერვიუ ავტორთან

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თის „ლიტ­ბოქ­სის“ გა­მომ­წე­რებს სი­ახ­ლე ელო­დე­ბათ - ისი­ნი წიგ­ნებ­თან და სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­სე­სუ­არ­თან ერ­თად სა­ჩუქ­რად ხელ­ნა­კეთ დე­კო­რა­ცი­ულ თო­ჯი­ნებს მი­ი­ღე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი თო­ჯი­ნა ექ­სკლუ­ზი­უ­რია, ხე­ლით იქ­მნე­ბა და არ მე­ორ­დე­ბა, რაც მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

პა­ტა­რა თო­ჯი­ნებს 33 წლის თეკო ძნე­ლა­ძე ქმნის. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბო, თი­თო­ე­უ­ლი თო­ჯი­ნა პერ­სო­ნა­ჟია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ამ­ბავს ჰყვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ის კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ხა­სი­ათს, გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტავ­დეს.

თე­კომ თო­ჯი­ნე­ბის შექ­მნა და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ და­ი­წყო, თავ­და­პირ­ვე­ლად, 5 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის, შემ­დეგ კი ჰობი საქ­მედ აქ­ცია:

„მინ­დო­და ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნა გა­მე­ხა­რე­ბი­ნა და შევ­ქმე­ნი ნაძ­ვის ხის ან­გე­ლო­ზი თო­ჯი­ნე­ბი. ხელ­საქ­მე ჩემ­თვის გან­ტვირ­თვა და თე­რა­პი­აა, თი­თო­ე­ულ თო­ჯი­ნას დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვქმნი.

თვით­ნას­წავ­ლი ვარ და ვფიქ­რობ, ხელ­საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი დე­დის­გან გად­მო­მე­ცა. ის ამ საქ­მის ნამ­დვი­ლი ხე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად მეც­ვა ხოლ­მე მისი შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

რო­გორც თო­ჯი­ნე­ბის ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მის­თვის ცოლ-ქმა­რი თო­ჯი­ნაა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ქორ­წი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თის შე­სა­ბა­მი­სად და­ამ­ზა­და. თო­ჯი­ნე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გად­მოს­ცემს თა­ვის ხა­სი­ათს, ემო­ცი­ებს“, - გან­მარ­ტავს თეკო ძნე­ლა­ძე.

თო­ჯი­ნე­ბი მზად­დე­ბა რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის დე­კო­რის­თვის, ისე გულ­საბ­ნე­ვე­ბის, თმის სა­მაგ­რე­ბის სა­ხით. ამას­თან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ავ­ტორს უჩ­ვე­ნოთ თქვე­ნი ან თქვე­ნი სა­ჩუქ­რის ად­რე­სა­ტის ფო­ტო­სუ­რა­თი და ის თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­ით შე­სა­ბა­მის თო­ჯი­ნას შექ­მნის.

„უმე­ტეს თო­ჯი­ნას მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ ვქმნი, ად­რე­სა­ტის პორ­ტრე­ტუ­ლი შტრი­ხე­ბით: თმის ფერი, თვა­ლის ფერი, ჩაც­მუ­ლო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი თო­ჯი­ნა მზად­დე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რად, რაც მას მფლო­ბე­ლის­თვის საყ­ვა­რელ აქ­სე­სუ­ა­რად აქ­ცევს“, - გან­მარ­ტავს თეკო ძნე­ლა­ძე.

  • ხელ­ნა­კე­თი თო­ჯი­ნე­ბის შე­საკ­ვე­თად მიჰ­ყე­ვით ბმულს.
  • „ლიტ­ბოქ­სის“ გა­მო­წე­რა კი შემ­დეგ ბმულ­ზე შე­გიძ­ლი­ათ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ხელნაკეთი თოჯინები, რომელსაც თქვენი ვიზუალის შესაბამისად შექმნიან - ინტერვიუ ავტორთან

ხელნაკეთი თოჯინები, რომელსაც თქვენი ვიზუალის შესაბამისად შექმნიან - ინტერვიუ ავტორთან

ლიტერატურული აღმოჩენების ყუთის „ლიტბოქსის“ გამომწერებს სიახლე ელოდებათ - ისინი წიგნებთან და სხვადასხვა საინტერესო აქსესუართან ერთად საჩუქრად ხელნაკეთ დეკორაციულ თოჯინებს მიიღებენ. თითოეული თოჯინა ექსკლუზიურია, ხელით იქმნება და არ მეორდება, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

პატარა თოჯინებს 33 წლის თეკო ძნელაძე ქმნის. როგორც თავად გვიამბო, თითოეული თოჯინა პერსონაჟია, რომელიც საკუთარ ამბავს ჰყვება, შეიძლება, ის კონკრეტული პიროვნების ხასიათს, განწყობას გამოხატავდეს.

თეკომ თოჯინების შექმნა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, თავდაპირველად, 5 წლის ქალიშვილისთვის, შემდეგ კი ჰობი საქმედ აქცია:

„მინდოდა ჩემი პატარა გოგონა გამეხარებინა და შევქმენი ნაძვის ხის ანგელოზი თოჯინები. ხელსაქმე ჩემთვის განტვირთვა და თერაპიაა, თითოეულ თოჯინას დიდი სიყვარულით ვქმნი.

თვითნასწავლი ვარ და ვფიქრობ, ხელსაქმის სიყვარული დედისგან გადმომეცა. ის ამ საქმის ნამდვილი ხელოვანია, ბავშვობაში ხშირად მეცვა ხოლმე მისი შეკერილი კაბები“, - აღნიშნავს ის.

როგორც თოჯინების ავტორი გვიამბობს, ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი მისთვის ცოლ-ქმარი თოჯინაა, რომელიც კონკრეტული ქორწილის ფოტოსურათის შესაბამისად დაამზადა. თოჯინების შექმნის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, თითოეული მათგანი გადმოსცემს თავის ხასიათს, ემოციებს“, - განმარტავს თეკო ძნელაძე.

თოჯინები მზადდება როგორც ინტერიერის დეკორისთვის, ისე გულსაბნევების, თმის სამაგრების სახით. ამასთან, შესაძლებელია, ავტორს უჩვენოთ თქვენი ან თქვენი საჩუქრის ადრესატის ფოტოსურათი და ის თავისი ფანტაზიით შესაბამის თოჯინას შექმნის.

„უმეტეს თოჯინას მომხმარებლის სურვილისამებრ ვქმნი, ადრესატის პორტრეტული შტრიხებით: თმის ფერი, თვალის ფერი, ჩაცმულობა. თითოეული თოჯინა მზადდება პერსონალურად, რაც მას მფლობელისთვის საყვარელ აქსესუარად აქცევს“, - განმარტავს თეკო ძნელაძე.

  • ხელნაკეთი თოჯინების შესაკვეთად მიჰყევით ბმულს.
  • „ლიტბოქსის“ გამოწერა კი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.

R