საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის დუმის დეპუტატის აზრით, თუ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ეს საქართველოსთვის "სასარგებლო იქნება"
რუსეთის დუმის დეპუტატის აზრით, თუ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ეს საქართველოსთვის "სასარგებლო იქნება"

“ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, ქვეყ­ნის­თვის შე­საძ­ლოა, სა­სარ­გებ­ლო იყოს, რად­გან ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქარ­თველ ხალ­ხს, გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ და­სავ­ლე­თი ცდი­ლობს ჩა­მო­არ­თვას მათ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა“, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა ან­დრეი ლუ­გო­ვო­იმ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტის ქარ­თუ­ლი ვერ­სია უფრო ლო­ი­ა­ლუ­რია უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის მი­მართ, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში.

"თუკი წერა კი­თხვა­ში გაწ­ვრთნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამას ვერ ხე­და­ვენ, მა­შინ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ ან­გლო-საქ­სე­ბის წა­ქე­ზე­ბით”, - აღ­ნიშ­ნა ლუ­გო­ვო­იმ.

რუსი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სო­ფო­ბი­ით იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ რუ­სე­თის მი­მართ სი­ძულ­ვილ­მა ფეს­ვი მა­ინც ვერ გა­იდ­გა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

"რუ­სებს უყ­ვართ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, ქარ­თუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და გარ­და ამი­სა, ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს ერ­თი­ა­ნი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გია.

ახლა ქარ­თვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ შე­ა­და­რონ, რო­გორ მოქ­მე­დებს რუ­სე­თი ბოლო წლებ­ში და რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ეს არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი. ვფიქ­რობ, და­ი­ნა­ხა­ვენ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მათ და მათი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­გო­ვო­იმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

რუსეთის დუმის დეპუტატის აზრით, თუ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ეს საქართველოსთვის "სასარგებლო იქნება"

რუსეთის დუმის დეპუტატის აზრით, თუ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ეს საქართველოსთვის "სასარგებლო იქნება"

“ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესება, ქვეყნისთვის შესაძლოა, სასარგებლო იყოს, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს ჩამოართვას მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ განაცხადა.

  • მისი თქმით, საკამათო კანონპროექტის ქართული ვერსია უფრო ლოიალურია უცხოური აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

"თუკი წერა კითხვაში გაწვრთნილი ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ დიდი ალბათობით, ისინი მოქმედებენ ანგლო-საქსების წაქეზებით”, - აღნიშნა ლუგოვოიმ.

რუსი პოლიტიკოსის თქმით, ქართული საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში რუსოფობიით იზრდებოდა, მაგრამ რუსეთის მიმართ სიძულვილმა ფესვი მაინც ვერ გაიდგა. მისივე თქმით, საქართველო მიმზიდველი ადგილია რუსი ტურისტებისთვის.

"რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინოები, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია.

ახლა ქართველებს საშუალება ექნებათ შეადარონ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ლუგოვოიმ.