22 მაისს, რუსთავში, ქალაქის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაული მოხდა. დედა-შვილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი პარკის ტერიტორიაზე ეტლით პატარასთან ერთად გადაადგილდებოდნენ. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ დამნაშავემ 5-ჯერ გაისროლა და უმოწყალოდ მოკლა ორი ახალგაზრდა ქალი. ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ დამნაშავეს გაქცევა არ უცდია, თავად დარეკა პოლიციაში და იქვე დაელოდა სამართალდამცავების მოსვლას. ხალხის თვალწინ დაადეს მას ხელბორკილები. მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმები, მაგრამ სამწუხაროდ, სასიკვდილოდ განწირულ დედას და არც მის ქალიშვილს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ორივე მოკლული ძირს ეგდო. დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამ ფაქტის თვითმხილველი მეეზოვე ქალბატონი ამბობს, რომ გასროლის ხმაზე მივიდა იმ ადგილას, საიდანაც სროლა ისმოდა და უმძიმესი სურათი დახვდა.
ერთი ვერსიით, ცოლ- ქმარი გაშორებულები იყვნენ, ბიჭი გოგოს შერიგებას სთხოვდა, მაგრამ რადგან მარიამი არ ურიგდებოდა და ეს გახდა მკვლელობის მიზეზი, მეორე ვერსიით, მიზეზი ეჭვიანობა იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ვერსიას არსებობის საფუძველი არ აქვს.
როგორც ამბობენ, ისინი ორი თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა გიორგი ხშირად მოდიოდა მათ სახლში და შერიგებას სთხოვდა. ბოლოს ის მათ სახლთან ორი დღის წინ ნახეს. ამიტომ ყველა შეძრულია ამ ამბით და მომხდარის ახსნა უჭირთ.
როგორც ირკვევა, ინგა ბეგაშვილი მეუღლეს დაშორებული იყო და მან წვალებით გაზარდა 5 შვილი. სამწუხაროდ ამ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ობლად დარჩნენ მარიამის და - ძმები. მარიამი ყველაზე უფროსი იყო. მას ჰყავს ულამაზესი დაიკო, რომელიც მოდელია, ხოლო მისი სხვა დედმამიშვილები სკოლის მოსწავლეები არიან. ყველაზე პატარა 9 წლის არის. როგორც შევიტყვეთ, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილი სიღნაღის ერთ- ერთი სოფლიდან არის. მას და მარიამს რუსთავში ჰქონდათ ბინა ნაქირავები და დაშორებამდე იქ ცხოვრობდნენ. გიორგი რუსთავში მუშაობდა. როგორც მათი ახლობელი ქალბატონი გვეუბნება, წყვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა და ამიტომ გაოგნებულია მომხდარით და ვერ აუხსნია ეს ტრაგედია ოჯახში რატომ უნდა დატრიალებულიყო.
"შოკირებულები ვართ ყველანი ამ ამბით. მარიამს და გიორგის ვიცნობდი. სიღნაღში ვცხოვრობ, გიორგი რესტორანში მოვიდა მემწვადედ და იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან მუშაობდა ერთი წელი. აქ მუშაობდა ასევე მარიამი, აქ გაიცნეს ერთმანეთი და მათი სიყვარულიც აქ დაიწყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ყველანი მათი სიყვარულის თვითმხილველები ვართ და ამიტომ მართლა შოკირებული და გაოგნებული ვარ ამ ამბით. მას შემდეგ რაც ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ, უბრალოდ შოკი გვაქვს ყველას. უზომო სიყვარული ჰქონდათ. მარიამი ჩვენთან რესტორანში მიმტანად მუშაობდა. მას დეიდა ჰყავს სიღნაღში და ზაფხულობით სულ ჩამოდიოდა დეიდასთან. დეიდაშვილები მისი თანატოლები არიან..წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: