ავტორი:

"მაღალი ალბათობით, ჩვენმა ხელისუფლებამ კულისებში უკვე მისცა თანხმობა "3+3" ფორმატში მონაწილეობაზე" - ხუხაშვილი

"მაღალი ალბათობით, ჩვენმა ხელისუფლებამ კულისებში უკვე მისცა თანხმობა "3+3" ფორმატში მონაწილეობაზე" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მაღალი ალბათობით საქართველოს ხელისუფლებამ კულისებში უკვე გასცა თანხმობა "3+3" ფორმატში მონაწილეობაზე. როგორც სოციალურ ქსელში წერს, ამის საფუძველს მას პრემიერ-მინისტრის საგარეო "მოძრაობების ტრაექტორია" აძლევს.

"დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩვენ ვხედავთ კობახიძის საგარეო მოძრაობების ტრაექტორიას (სომხეთი,,აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი), საიდანაც შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები:

მაღალი ალბათობით, ჩვენმა ხელისუფლებამ კულისებში უკვე მისცა თანხმობა "3+3" ფორმატში მონაწილეობაზე. ეს არის ის შუალედური ალტერნატივა, რომლის გავლითაც ტრანზიტულად დააბრუნებენ ქვეყანას რუსეთის იმპერიაში.

იმისათვის, რომ გეგმის რეალიზაცია საჯაროდ დაიწყონ, უნდა მიიღონ კონსტიტუციური უმრავლესობა, რათა ამოიღონ კონსტიტუციიდან 78 მუხლი.

რაც შეეხება “3+3” ფორმატს - ეს ფორმატი რუსეთისთვის არის სტრატეგიული გეგმის მხოლოდ პირველი ეტაპი, რის შემდეგაც სავარაუდოდ დაიწყება მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნილი ვითარების მოდელირება, როდესაც “ერთმორწმუნე რუსეთში” დაგვანახეს ხსნა ოსმალეთისა და სპარსეთისაგან და ტრაქტატზე მოვაწერეთ ხელი.

ახლაც ასე დადგება საკითხი - დასავლეთისგან “მიტოვებულებს” რა გვირჩევნია - 3+3 ფორმატი თურქეთის, ირანის და რუსეთის ერთობლივი გავლენით, თუ “ერთმორწმუნე” რუსეთის ერთპიროვნული ქოლგა.ანუ ისტორიის ფინალი მაღალი ალბათობით ტრაქტატი-2-ზე" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაა და გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას.

წაიკითხეთ სტატია არქივიდან: