ავტორი:

ცნობილი ხდება რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ვინაობა

ცნობილი ხდება რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ვინაობა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

ცნობილი ხდება, რომ ეს 1997 წელს დაბადებული გიორგი ფირაშვილია. ის, ფაქტობრივად, ჩაუსაფრდა ცოლს, 21 წლის მარიამ სოფრომაძეს და სიდედრს, 48 წლის ინგა ბეგაშვილს, რომლებსაც თან ჩვილი ჰყავდათ და სიცოცხლეს ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“ ,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: