ავტორი:

"ინგა მრავალშვილიანი დედა იყო...  წვალებით გაზარდა შვილები. ბავშვები ერთმანეთის პატრონები იყვნენ" - რას ჰყვება რუსთავში მოკლული დედა-შვილის ყოფილი მეზობელი

"ინგა მრავალშვილიანი დედა იყო...  წვალებით გაზარდა შვილები. ბავშვები ერთმანეთის პატრონები იყვნენ" - რას ჰყვება რუსთავში მოკლული დედა-შვილის ყოფილი მეზობელი

რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში დღეს იმ დროს მოხდა, როდესაც მარიამ სოფრომაძე დედასთან - ინგა ბეგაშვილთან და შვილთან ერთად გადაადგილდებოდა.

დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომელთა თქმითაც, 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ-ერთი ვერსიით კი მან თავად დარეკა პოლიციაში.

30 წლამდე მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა.

გარდაცვლილებზე მათი ყოფილი მეზობელი "პალიტრა ვიდეოსთან" შემდეგს ჰყვება:

"ინგა მრავალშვილიანი დედა იყო, ადრე ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ მთავრობამ როგორ მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახი, გადაიყვანა და სხვაგან შეასახლა. მარიამის გათხოვების ამბავი ამ ზაფხულს გავიგე მისი დისგან, რომელიც გასათხოვარია. მარიამის ქმრის შესახებ არაფერი ვიცი. ინგამ მარტომ, წვალებით გაზარდა შვილები, ბავშვებზე ცუდი არასდროს არაფერი გამიგია. ბიჭებიც ჰყავს და გოგონებიც, ეს ბავშვები ერთმანეთის პატრონები იყვნენ. კარგი შვილები გაზარდა. ვერ იყო ეს ბიჭი ჯანმრთელად, ალბათ, თორემ ეს როგორ უნდა ჩაედინა, არ ვიცი".

გამოძიება შსს-მ სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

იხილეთ ასევე: