სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს" - კახა კალაძე
"თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ღვიძ­ლი­სა და ძვლის ტვი­ნის (ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის) გა­და­ნერგვა სრუ­ლად, 100%-ით და­ფი­ნანსდე­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კა­ხამ კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ერთი პა­ცი­ენ­ტის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა 70 000 ლა­რის ნაც­ვლად 120 000 ლარი გახ­დე­ბა.

"მინ­და, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ვახ­სე­ნო, რომ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი პროგ­რა­მა, რო­გორც ჯან­დაც­ვის, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ღვიძ­ლი­სა და ძვლის ტვი­ნის (ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის) გა­და­ნერგვა ფი­ნანსდე­ბა. ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი აფი­ნან­სებს გა­და­ნერგვის წინა კვლე­ვებს, მა­ღალ­დო­ზი­რე­ბულ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, სამი სა­ხის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას (აუ­ტო­ლო­გი­უ­რი, ალო­გე­ნუ­რი, ჰაპ­ლო­ი­დენ­ტუ­რი) და გა­და­ნერგვის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის მარ­თვის პრო­ცესს. თბი­ლი­სის მე­რი­ას ერთი პა­ცი­ენ­ტის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, 10-დან 235 ათას ლა­რამ­დე თან­ხა აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან (2015 წელი) დღემ­დე, 1 074 შემ­თხვე­ვა და­ფი­ნანსდა, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ე­თის კლი­ნი­კებ­ში 60 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძის თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია და მო­ქა­ლა­ქე­ებს ყო­ველ­თვის გვერ­დში და­უდ­გე­ბა, პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გა­ი­ზარ­და და სრუ­ლად, 100%-ით ფი­ნანსდე­ბა. ადრე ფი­ნანსდე­ბო­და 70 000 ლა­რით, და­ნარ­ჩენს პა­ცი­ენ­ტი აფი­ნან­სებ­და, რაც ძა­ლი­ან მძი­მე დატ­ვირ­თვა იყო ოჯა­ხე­ბის­თვის - არ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თუნ­დაც ის ნა­წი­ლი გა­და­ე­ხა­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა 100%-ით და­ვა­ფი­ნან­სოთ. პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის 45 შემ­თხვე­ვა და­ფი­ნანსდა და ამის­თვის, მე­რი­ამ 3 155 000 ლარი და­ხარ­ჯა. მზად ვართ, ყვე­ლას თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გვაქვს სხვა პროგ­რა­მე­ბიც, რომ­ლი­თაც ვეხ­მა­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს" - კახა კალაძე

"თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს" - კახა კალაძე

თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით დაფინანსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარი გახდება.

"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია და მოქალაქეებს ყოველთვის გვერდში დაუდგება, პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

"რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა და სრულად, 100%-ით ფინანსდება. ადრე ფინანსდებოდა 70 000 ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის - არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ნაწილი გადაეხადათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3 155 000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ, საჭიროების შემთხვევაში. გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლითაც ვეხმარებით მოქალაქეებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.