პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქართველი ქურდების საქმე გრძელდება - დაკავებულია კიდევ ერთი პირი
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქართველი ქურდების საქმე გრძელდება - დაკავებულია კიდევ ერთი პირი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ევ­რო­ჯას­ტის მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ჩარ­თუ­ლო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2022 წლის და­სა­წყი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შექ­მნეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და გა­ნიზ­რა­ხეს ევ­რო­პის მას­შტა­ბით, შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბოდ­ნენ მე-19 სა­უ­კუ­ნის სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბულ წიგ­ნებს.

ამი­სათ­ვის, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყე­ნებ­დნენ ყალბ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბებს, გა­მო­გო­ნილ სა­ხე­ლებს, გვა­რებს და ორი­გი­ნა­ლის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ, წიგ­ნე­ბის ყალბ ნი­მუ­შებს.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებს საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ლატ­ვი­ის, ლი­ე­ტუ­ვის, ეს­ტო­ნე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, პო­ლო­ნე­თის და ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში წა­სა­კი­თხად უნდა აე­ღოთ მე-19 სა­უ­კუ­ნის კლა­სი­კო­სი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რა­საც ფა­რუ­ლად და­ე­უფ­ლე­ბოდ­ნენ და მათ - ორი­გი­ნა­ლი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ას­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი 2022-2023 წლებ­ში, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს ფა­რუ­ლად და­ე­უფლნენ.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ა“ და "ბ “ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ქურ­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ და დიდი ოდე­ნო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ევ­რო­ჯას­ტის მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებს. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა უკვე და­წყე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა ოთხი წევ­რის მი­მართ.

ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის და ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ათე­უ­ლო­ბით ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ა­ტა­რეს.

ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის 100-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გრძელ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პი­რე­ბის მხი­ლე­ბის და გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქართველი ქურდების საქმე გრძელდება - დაკავებულია კიდევ ერთი პირი

ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქართველი ქურდების საქმე გრძელდება - დაკავებულია კიდევ ერთი პირი

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.

დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ახორციელებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ოთხი წევრის მიმართ.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.